ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არისო,ეს ესულტიმატუმია, მაშინ რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?! – ხაზარაძე ხელისუფლებაზე

“როცა  „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, სწორედ ეს არის ულტიმატუმი –  შე დალოცვილო, მაშინ  რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?!”- „ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჩაიშალოს და მერე ეს ოპოზიციას დააბრალოს.

„ჩვენ აუცილებლად დავსხდებით მაგიდასთან, რაც არ უნდა ასეთი რადიკალური განცხადებები მოვისმინოთ. „ქართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს და მერე ეს ოპოზიციას დაბრალდეს. „ლელო“ და დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც დღეს მოვისმინეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნებზე საუბარი არ არის, მაშინ ჩვენ კი არ უნდა გვითხრან, უნდა გაუგზავნონ დეპეშა პრეზიდენტ მიშელს და უთხრან, ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგან არჩევნების საკითხი 6 პუნქტიდან ერთ-ერთია.კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინა დღეს, როცა მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაშინ, შე დალოცვილო, რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?! ჩვენ მაქსიმალური მონდომებით და მოთმინებით გავაგრძელებთ მოლაპარაკებას, რადგან ეს არის შანსი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„მთელი ეს პროცესი დავიდა მარტივ ფორმულაზე, პარლამენტში შეხვალ თუ არ შეხვალ, დაახლოებით ასე მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, ყველასთან არა, მაგრამ ადამიანებს ბოლოს ეს რჩებათ. პრაქტიკულად, ეს იმ პროპაგანდის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა იმიტომ, რომ ამ საუბარში ადამიანებს დაავიწყდათ, რაზე ხდება მედიატორობა, რა საკითხებს ვიხილავთ. საკითხი ეხება 6-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მაგიდაზე დადო. ეს არ არის ერთი საკითხი, ეს არის საკითხების კომპლექტი, რომელიც სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ქვეყნის ახალ ეტაპზე გადაყვანას. როცა საუბარია იმაზე, რა უნდა ოპოზიციას, გავიმეორებ იმას, რაც დანიელსონის ვიზიტის პირველ დღეს ვთქვი, ოპოზიცია პირველ დღესვე მზად იყო ხელი მოეწერა საკითხის 90%-ზე. საკითხი თითქმის შეთანხმებულად ჩავთვალეთ. „ლელო“ და სხვა ოპოზიციური ლიდერები მზად იყვნენ ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. სამწუხაროდ, იმ დოკუმენტიდან არ დარჩა არაფერი, დარჩა წყალი, ჰაერი და უბრალოდ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ეს არ იყო ოპოზიციის დოკუმენტი, ეს იყო ბატონი დანიელსონის ჩაშლილი დოკუმენტი 6 პუნქტიდან გამომდინარე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პოლიციელმა ბორკილები ჩაარტყა – აქტივისტი, რომელიც შსს-თან აქციაზე დააკავეს, ნაცემია

აქტივისტი, რომელიც დღეს, შინგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, ნაცემია, მას პოლიციელმა დაკავებისას, მანქანაში,...

წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა. ის დღეს,...

კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა – ზურაბ ცინცქილაძე

"კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა "- ასე ეხმაურება, მსახიობი ზურაბ...

იყო ჩემი ცემის ფაქტი – ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ალაპარაკდა

"იყო ჩემი ცემის ფაქტი"- ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, პირველად ტელეკომპანია...

ღარიბაშვილი: ავღანეთს ქართველი ქვედანაყოფები სექტემბრამდე დატოვებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო მსახურობს, რომლებიც მისიას...

უკრაინაში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ...

იონათამიშვილი გახარიას გუნდზე: მორალურად სწორი იქნება, მანდატებიც დატოვონ

ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მორალური იქნება, თუ გახარიას გუნდის წევრები მმართველი...

ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან – ცერცვაძე

ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე , - ამის შესახებ თბილისის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო