პავილიონისის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არაფერს ნიშნავს-ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები დაგმეს:

“რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ ვინმეს გონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამისთვის არ ვართ განწყობილები და არც განვეწყობით ამგვარად. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ვინმე ამას დაკარგულად მოიხსენიებს”. – თქვა მდინარაძემ.

საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის – ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.

პავილიონისმა საქართველოს მთავრობას მიმართა:

“თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”.

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა – 9 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევა დაფიქსრიდა გარდაიცვალა - 9 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების...

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების...

“ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა! – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში "მთავარი...

გიგი უგულავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. “სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება...

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს"  -  ამ და სხვა ლოზუნგებით,...

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა...

ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი,...

ცესკომ განცხადება გაავრცელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეორგანიზაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების...

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა -  ამის შესახებ, სიუჟეტს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. სოციალურ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო