პანდემიის დამარცხება 2022 წელს შეგვიძლია – ჯანმო

ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა დევიდ დოუდიმ კოვიდ-ვაქცინების სწრაფი შექმნა  მთვარეზე ადამიანის დასმას შეადარა – სამეცნიერო, ჯანდაცვის და ლოჯისტიკური მიღწევების გამო. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებმა 2021 წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა,  ვაქცინების შექმნა შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი, უფრო ეპოქალური მოვლენა იყოს.

„ვაქცინაციის პროგრამამ 10 მილიონზე მეტი ჰოსპიტალიზაციის პრევენცია უკვე შეძლო და მილიონ ასი ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იხსნა… ეს გახლავთ ვაქცინაციის ძალა“- ამბობს ჯეფ ზენცი, თეთრი სახლის კოორდინატორი კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში.

2021 წელს ცხადი გახდა, რომ ვაქცინა ჯადოსნური ჯოხი არ არის, რომელიც კოვიდ-19-ს ერთი ხელის მოსმით დაამარცხებს. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება იოლად და სწრაფად, მითუმეტეს რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, დეზინფორმაციის დამსახურებით, აცრაზე უარს ამბობს.

წლის ბოლოს, ამერიკამ კიდევ ერთი ტრაგიკული ზღვარი გადალახა. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 800 000-ს გადააჭარბა. მათი სამი მეოთხედი 65 წელს გადაცილებული ადამიანია. ბოლო თვეებში გარდაცვლილთა შორის, 90 პროცენტზე მეტი აუცრელია.

მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის წლის ბოლოს გამოჩენილი კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, ომიკრონი. მისი უპრეცედენტოდ სწრაფი გავრცელების ფონზე, ევროკავშირში მოელიან, რომ ომიკრონი უკვე იანვარში დომინანტური გახდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ომიკრონით ინფიცირება ყოველ ორ დღეში ორმაგდება.

ომიკრონი ამცირებს ორდოზიანი ვაქცინის ეფექტს, მაგრამ მწვავე დაავადების პრევენციის მხრივ, ის მაინც საგრძნობ როლს ასრულებს – ამბობს ექიმი ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი მედიცინის საკითხებში. მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმისთვის საუკეთესო დაცვას დღეისთვის ვაქცინის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი წარმოადგენს. „საბოლო ჯამში, ჩვენი ბუსტერი ომიკრონის წინააღმდეგ მუშაობს და ამ ეტაპზე სპეციფიკურ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის დამზადების საჭიროება არ არსებობს – აღნიშნავს ის.

მარია ვან კერხოვი, ეპიდემიოლოგი, რომელიც სათავეში უდგას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდს, არ გამორიცხავს, რომ პანდემია მომავალ, 2022 წელს დასრულდეს კიდეც: „2022 არის ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია პანდემია დავამარცხოთ. ხელში ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს… დიახ, ომიკრონის გამოჩენა შემაშფოთებელია და კიდევ იქნება სხვებიც, თუ ვირუსის ცირკულაცია გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. 2022 წელს ძალიან იმედიანად შევყურებ“.

წელს წარმატებული ანტივირუსული სამკურნალო აბებიც გამოჩნდა, სულ ცოტა, ორი – „ფაიზერის“ და „მერკის“, რომლებიც პირველადი მონაცემებით, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს კოვიდ-19-ის გართულებებით ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას. ეს კი პანდემიის ისტორიაში შესაძლოა გარდატეხის მომტანი მოვლენა გახდეს.

შოტლანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალებისთვის უფასო ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა

შოტლანდიამ პირველმა მსოფლიოში ქალებისთვის უფასო მენსტრუალური ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა: ორშაბათს დიდი ბრიტანეთის...

რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება–მონიტორინგის ჯგუფი

რუსეთმა ბელორუსის აეროდრომ "Зябровка"–ზე  14 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 და მათი 60 რაკეტა ჩაიტანა,...

ლატვიამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ...

ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით

"რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს", აცხადებს "ამერიკის ხმასთან"...

თბილისის ქუჩების ნაწილს 16 აგვისტოს ელექტროენერგია მთელი დღით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, დაბა ადიგენთან, სოფელ ზოტთან მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა...

“ჩვენი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“-პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას – თქვა რუსეთის...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი–...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...