პანდემიის მართვაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს- ხუხაშვილი

“პანდემიის მართვაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ძალიან დრამატული განვითარება აქვს კორონას. ჩვენ მოსახლეობაზე პროცენტულად გადაანგარიშებით მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზე ვართ, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ხელისუფლება მენეჯმენტის უნიკალურ უნარებზე საუბრობდა და გვეუბნებოდა, რომ მთელი მსოფლიო მათგან იღებს კონსულტაციებს. დღეს ირკვევა, რომ ეს სიტუაცია საერთოდ მიშვებულია. ეკონომიკურ ინტერესებს უპირისპირებენ ეფექტური ღონისძიებების მიღებას და ეს ეკონომიკა დაიყვანეს ბაზრობებზე და რესტორნებზე, მხოლოდ ბაზრობებისა და რესტორნების დირექტორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა ამოდიოდეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფუნდამენტური ინტერესებიდან, ბაზრობის და რესტორნების დირექტორებთან მოლაპარაკებებს კი არ უნდა აწარმოებდეს, არამედ, მათ უნდა აძლევდეს დირექტივას. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ხელის გაშვერა ოპოზიციაზე, ამ თემის პოლიტიზირება ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა. ორი აქცია ჩატარდა და საღამოს რესტორნები და კაფეები გადაჭედილია, პირბადით იქ არავინ არ ზის. ნაცვლად იმისა, რომ ბევრად უფრო ეფექტური და მკაცრი ღონისძიებები გატარდეს, ელაქუცებიან ამ ხალხს.

„ხელისუფლების მთავარი პრობლემა და დანაშაული ამ ვითარებაში გახლავთ ის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს არის ყველაზე მძიმე საყურებელი, როდესაც პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ხელის გაშვერა, რომ ოპოზიციის ბრალია პანდემია და თუ ოპოზიცია რაიმე კარგს შესთავაზებს ეს არ მივიღო, იმიტომ, რომ იმან არ დაიბრალოს. როდესაც ხელისუფლება ამ ლოგიკით მოქმედებს, ის ხელისუფალი სამწუხაროდ ხდება სახიფათო იმ სახელმწიფოსთვის, რომლის მართვაზეც მას აქვს პრეტენზია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

ვცდილობდით, მეტი ქაოსი მოგვეწყო, რომ დალაგებული მოცემულობები აჩეხილიყო – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციას შიგნით ქაოსი კარგია, რადგან ეს განსხვავებული...

ის არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს, ჩრდილში დადგეს – ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ის არ შეიძლება გავრილოვს...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო