პარლამენტთან აქციაზე 8 პირი დავაკავეთ – შსს

შსს–ს აცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 8 პირი დააკავეს.

უწყება ამტკიცებს, რომ არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

“საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსებას, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი”,– აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მისი ძმის,...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.0013 თეთრით გაუფასურდა, რის...

დაგვპირდა, რომ ევროკავშირი განახორციელებს შესაძლო გზებით ზეწოლას – სამადაშვილი მიშელზე

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი კრიზისის...

პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლაპარაკებებში ჩართვას...

„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

"ლელოს" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ მინისტ ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. გამართულ...

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა....

შარლ მიშელს ვუთხარით, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მას...

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია – წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება. მისი თქმით,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო