ხუთშაბათი, 5 დეკემბერი , 2024, 00:48

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს 20-მდე პირი თავს დაესხა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში 20-მდე პირი თავს დაესხა.

გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას  20-მდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის მუქარის შემდეგ გოგიჩაიშვილზე თავდასხმა ორგანიზებულია და მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, 2 დღის წინ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი TV IMEDI-სთან ინტერვიუში პარტია საქართველოსთვის წევრებს და მის ლიდერს, გიორგი გახარიას ემქურებოდა.

“ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც” – თქვა ივანიშვილმა TV IMEDI-სთან ინტერვიუში.