ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ძალიან არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ როცა მთავარი ოპოზიციური პარტია ბრძოლის ველზეა, ამ დროს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. ამის მიუხედავად, ეს მისი საქმეა. ჩემი საქმე არის ხალხთან ურთიერთობა, მათთან შეხვედრები და ის, რომ ყველა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ახლა დაქსაქსვისა და გათითოკაცების დრო არ არის. ვინც რაღაცნაირად ხელს უწყობს, რომ თითქოს, ოპოზიციურ ველზე რყევაა, ან, თუნდაც, რაიმე პრობლემებს აჩვენებს, ეს კარგი არ არის. ეს წყალს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს.

ასე გამოეხმაურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.