პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები არიან, რათა პარლამენტმა შეუფერხებლად იმუშაოს, ვინაიდან ის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და ამასთან, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა.

მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელესNATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებასა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი საჩივრის სამართლიან და გამჭვირვალე განხილვას. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია დემოკრატიული პროცესებსა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის საკითხში.

ვაფასებთ ფაქტს, რომ არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რამაც შესაძლებელი გახადა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის ჩამოყალიბება. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ მანდატებისთვის მეორე ტურში. მოვითხოვთ, არსებული ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც შეასრულებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე)

მარინა კალიურანდი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე)

სვენ მიკსერი (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი)

ვიოლა ფონ კრამონი (ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული აქტივობის წამყვანი მხარდამჭერი)

“სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობს – პარტიის განმარტება

პოლიტიკურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების...

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს – თალაკვაძე სუსის დოკუმენტზე

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს  - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის წევრი,...

ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ – დავითულიანი ფარულ მოსმენაზე

"ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ. თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას, კანონი ითვალისწინებს ფარულ მოსმენა-მიყურადებას....

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...