“პატრიარქის იძულებით გადაყენება, კომპრომატების გამოყენებით მოხდება” – თეოლოგები

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის ინფორმაციით, 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტახტიდან გადაყენებას განიხილავენ.

“კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში”

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია მოუწოდებს  მიტროპოლიტ შიოს, დატოვოს მოსაყრდის თანამდებობა.

“ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა…

აგრეთვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მიტროპოლიტ შიოს – ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გახდება”

თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქოზე რუსული გავლენები იზრდება, ამ პირობებში კი ილია მეორის გადაყენება და მეუფე შიოს დაჩქარებული წესით აღსაყდრებაა დაგეგმილი.

“პატრიარქის იძულებით გადაყენება სავარაუდო კომპრომატების გამოყენებით მოხდება და შემდეგ საზოგადოებას ისე წარმოუჩენენ, თითქოს, პატრიარქი საკუთარი ნებით, ჯანმრთელობის გამო გადადგა საპატრიარქო ტახტიდან. ეს არის რუსეთის ეკლესიის შურისძიება, გვახსოვს ჩვენ მეუფე გერასიმემ საპროტესტო წერილი გაუგზავნა რუსეთის ეკლესიას, მათ მიერ ცხინვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრის გამო, და ამან საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა რის გამოც რუსები გაღიზიანნენ. მეუფე შიო რომ პატრიარქი გახადონ ესაჭიროებათ დამატებითი ხმები და ამის გამო აპირებენ სხვა მღვდელმთავრები გამოარჩიონ. ერთ-ერთი ვინც უნდა გამოარჩიონ გახლავთ, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, რომელსაც საპატრიარქო დაუფასებს დიდ “ღვაწლს”  –  ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე.

 

ხელაშვილი: ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვის – ოპოზიციის კონსტრუქციულობა

იუმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ დიალოგისთვის ოპოზიციის კონსტრუქციულობაა საჭირო. "ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო. შესაბამისად,...

გორის რაიონში 13 წლის გოგომ იმშობიარა – დაკავებულია ერთი პირი

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგოზე მამაკაცმა სექსუალურად იძალადა, რის შემდეგაც ის დაფეხმძიმდა...

როგორც ჩანს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არის საკმარისი – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის აშენება ექსპერტების დასკვნის შედეგად მიიღეს. "კიდევ ერთხელ...

სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ისრაელიდან ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი გამოჩნდა. მისივე თქმით, 19,...

აღმოჩნდა, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად გადააგდეს – მეგრელიშვილი

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად "გადააგდეს". "აღმოჩნდა რომ...

თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, იძულებული იქნებიან, გარკვეული შეზღუდვები...

ფსიქიკურ ცენტრში პაციენტები დაცული არ არიან არაადამიანური მოპყრობისგან – ომბუდსმენი

პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური...

ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის შერჩევას დავიწყებთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის უახლოეს მომავალში ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო