“პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ჩვენთვის წითელი ხაზია – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან” არანაირ თანამშრომლობას არ განიხილავს, ეს მათთვის “წითელი ხაზია”.

მისივე თქმით, “ოცნებას” არ სჭირდება ისეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე გასარკვევია მათი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი.

ცენტრი დოსიეს ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსმა რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და სხვა.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები “პატრიოტებს” აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები “პატრიოტებს” თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.

რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება ბიულეტენში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის...

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა....

საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“...

შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს – ბურჯანაძე

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი...

ეკლესია ყოველთვის მიაგებს პატივს ხელისუფლებას – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ყოველთვის პატივს მიაგებს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია...

არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია – კალაძე

„ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ...

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო