პაციენტს 24 საათში ვირუსი აღარ ექნება – ცერცვაძის განმარტება მედიკამენტ მოლნუპირავირზე

მედიკამენტ მოლნუპირავირზე განმარტებას აკეთებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მედიკამენტმა მღრნელებში მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

მოლნუპირავირზე ძირითადი კვლევა ჯორჯიის შტატში მიმდინარეობს. ეს მედიკამენტი თავიდან გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. მარტში, ამ მედიკამენტმა მღრღნელებში მაღალი ეფექტურობა გამოავლინა კორონავირუსის წინააღმდეგ. მარტის შემდეგ, მასზე გაძლიერებული კვლევები მიმდინარეობს. პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ ეს მედიკამენტი აბსოლუტურად უსაფრთხოა. ახლა, მეორე-მესამე ფაზების გამოკვლევები ერთად, დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამით უნდა დადგინდეს მისი ეფექტურობა არა მღრღნელებში, არამედ – ადამიანებში”,– ამბობს ცერცვაძე იმედის ეთერში.

ის მედიკამენეტის მოქმედების მექანიზმსაც განმარტავს:

“ამ მედიკამენტს ძალიან სპეციფიკური მოქმედების მექანიზმი აქვს – ისაა ნუკლეოზიდის ანალოგი. როცა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება, მრავლდება და იწყება რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) აწყობა, მედიკამენტი „ატყუებს“ ამ აწყობის მექანიზმს და ერთ-ერთი ნუკლეოტიდის ნაცვლად, თავად ეს მედიკამენტი „ჯდება“. ამის შემდეგ, იწყობა რნმ-ს ჯაჭვი, რომელშიც ერთი ნაწილი „შემოპარული“ ნუკლეოტიდია, ის ტროას ცხენის როლს ასრულებს. ვირუსის ჯაჭვი, რომლის ერთ-ერთ აგურადაც მედიკამენტია ჩაშენებული, უკვე აღარაა სიცოცხლისუნარიანი. ის უკვე ვეღარ ფლობს ვირუსის თვისებებს – ვერ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, ვერ მრავლდება”,– აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, დადგინდა, რომ მედიკამენტის მიღების შემდეგ, პაციენტის ორგანიზმში 24 საათში ვირუსი აღარ იქნება.

“ამიტომ, დაადგინეს, რომ მოლნუპირავირი სულ რაღაც 24 საათში წყვეტს ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. ნებისმიერი პაციენტის ორგანიზმში, რომელსაც ამ მედიკამენტს მისცემ, 24 საათში ვირუსი აღარ იქნება. ის ორმაგი დანიშნულების იქნება: ერთი – პაციენტებს მოარჩენს და მეორე – ვაქცინის მოვალეობას შეასრულებს. ვარაუდობენ, რომ კვლევის შედეგები 4 თვეში დაიდება და ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება“ – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერ სერვანტესი – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, მას საერთაშორისო...

მსოფლიო მეგაპოლისები საკუთარი სიმძიმით იძირებიან

მსოფლიო ოკეანის დონის აწევა არაერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თემად იქცა, გვინახავს სიუჟეტები, როცა გიგანტური ტალღები...

ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს – თინა ხიდაშელი

კორონავირუსის ინფიცირებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. მისი თქმით, ჟანგბადის...

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, საკუთარ სახლში მოხუცი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულია. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი...

აშშ-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა – რა ვიცით მის შესახებ

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით,...

28 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 სააათში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 525 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი...

მოლდოვას რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის დოზები, ჩვენ არც მეგობრები გვყავს? – კულუმბეგოვი

მოლდოვას 21 ათასი დოზა"ასტრაზენეკას” ვაქცინა რუმინეთმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ...

ნამახვან ჰესის თანამესაკუთრეები ადგილობრივებიც უნდა გახდნენ – ლელო

პარტია "ლელო" სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო პროტესტს,რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ამასთან, პარტიის განცხადებით, "ლელო“ იყო...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო