პირბადის გამოუყენებლობის გამო ივნისში 831 ჯარიმა გამოიწერა

2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, შესაბამისი რეგულაციის ამოქმედების დღიდან ანუ 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით (“პირბადის ტარების წესის დარღვევა”) გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 831-ია, საიდანაც 810 ფიზიკური პირი, ხოლო 1 იურიდიული პირია.

შეგახსენებთ, 12 ივნისს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, 20 ლარით ჯარიმდება.

ბრალდების მოწებება უნდათ ჩემთვის, არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, უწყებებს ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე...

ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით – ხვიჩია

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. მისივე განცხადებით, ჯაფარიძე...

აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არ ყოფილა – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს, რა იგულისხმა თავის...

ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია ამ სიტუაციაში – გაბუნია კლინიკებში მოხვედრაზე

"ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია, მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,...

“დასაჭერთა სიაში წერიხარ” – POG-ის მტკიცებულებები კომისიის თავმჯდომარის დაღუპვის საქმეზე

პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 930 პირი დავაჯარიმეთ – შსს

შსს–მ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

აშშ-მ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის...

ტორესა მოსიმ გირჩი დატოვა

გირჩის წევრის და მწერლის, ტორესა მოსის განცხადებით, გირჩს ტოვებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას წყვეტს. "დიდი...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო