პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გამგზავრებამდე, საქართველოშივე შეამოწმებენ

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, 2021 წლის 1 იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველების დამატებითი შემოწმების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტს ეწვია

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ეწვია თბილისის აეროპორტს იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.

„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში  ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ქობულეთში, სოფელ ზინეთში ხანძარია

ხანძარი ქობულეთში – სოფელ ზინეთში, მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,...

შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან – დეკანოზი თადეოზი

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბოდიშსს იხდის და შენდობას ითხოვს საზოგადოებისგან და  პატრიარქისგან. ამის შესახებ  ის...

ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის” 450 000 გაფლანგა – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორამაციით, ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა...

პარლამენტში რომ შევიდე, ქოცი გავხდები, ჩემს თვალში ბანძი ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მისი წარმოდგენით, "ბანძი" და "ქოცი"...

ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა – ყოფილი დეპუტატი ზეწოლაზე საუბრობს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა. მკოიანი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე...

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის...

ქართველ ხალხთან პრეტენზია მაქვს, ენმ-ს არ ეკუთვნის 27% – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა უნდა და არა ქართული...

მალტასთან ვაქცინისთვის კონსულტაციები დეკემბერში დავიწყეთ, სპეკულაციები ვრცელდება – ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო