“პირველი მტერი პანდემიასთან ბრძოლაში არის პანიკა. დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც ჭირდება“–ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კოვიდთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის ახალი პროტოკოლი შინ მოვლის შესახებ უახლეს დღეებში დაიდება და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სწორედ ამ პროტოკოლით იმკურნალებენ. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიისას მთავარია პანიკას არ ავყვეთ:

“ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს და არ დამთავრდება დღეს. რაც გაჩნდა სამყარო სულ არსებობდა მიკრო და მაკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა და ამ დაავადებებთან  ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებდა ადამიანი.  პირველი მტერი პანდემიასთან ბრძოლაში არის პანიკა. ამიტომ რაც უნდა მოვხსნათ ყველამ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს არის პანიკა და შიში.  სულ ვიძახდი რომ ინფექცია როცა ვრცელდება, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა. მაგრამ საბედნიეროდ ინფექციის გავრცელება არ ნიშნავს იმას, რომ ვართ დაავადებული. და  თუ ვართ ინფიცირებული არ ნიშნავს რომ ჩვენ გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ. დაუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც ჭირდება მკურნალობა. დანარჩენი ადამიანები, ვინც არიან ინფიცირებული და თუნდაც მცირე სიმპტომი აქვთ გამოხატული, ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი,რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით დროულად მკურნალობას, რაც მოწოდებულია არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში. მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ, რომ ვისაც ჭირდება ჰოსპიტალური დახმარება დამერწმუნეთ, მიიღებს ახალი პროტოკოლით, რომელიც დაიდება ამ დღეებში.

დამისვამთ კითხვას, რამდენჯერ უნდა განახლდეს. იმდენჯერ განახლდება, რამდენჯერაც საჭიროა.

ახალი კორონავირუსის ბიოაქტივობას მთელი მედიცინა და ბიოლოგია სწავლობს რვა თვეა.ბევრი რამეა ნაცნობი, ბევრი რამეა უცნობი, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას პულსზე უდევს ხელი იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსან ბრძოლა ქვია.

მედიცინა არის ინდიავიდუალური და სიმპტომური. აქედან გამომდინარე ოჯახის ექიმს უდევს ძირითად პროტოკოლი, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, რომელსაც ჭირდება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: პანიკა ამ დაავადებას არ ჭირდება, შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერთად გადავრჩეთ.

როდესაც გაჩნდა ახალი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში მხოლოდ და მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს იყო კორონავირუსის ერთერთი სახეობა, მისი ბიოლოგიური აქტივობა არ ვიცოდით. არც ვიცოდით როგორ ჩაგვეცვა, როგორ გვემკურნალა და ა.შ. ათთვიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა ვინ უნდა დავაწვინოთ საავადმყოფოში, ვის როგორ ვუმკურნალოთ, ვინ როგორ გავწეროთ სახლში და პირადად ჩვენი თავი როგორ დავიცვათ“- ამბობს ლევან რატიანი.

ცერცვაძე ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, გასაპანღურებელია! – კამპამიძე

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე ამბობს, რომ ის სახელმწიფო კლინიკური ხელმძღვანელობიდან ...

კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

კორონავირუსით, 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ინფიცირებული მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა...

ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის სანოტარო კანტორად იქცა – უდუმაშვილი

ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს,-ასე შეაფასა...

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ,  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა....

შსს-მ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 1055 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია – ...

"მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია"-...

მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია – ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს საგარეო...

მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო