პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის გასვლაზე

“რუსული ჯარები ტოვებენ ხერსონს – ეს არის დადებითი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – ასე აფასებს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის გადაწყვეტილებას, ხერსონიდან ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად.

ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო გამოცემა Daily Sabah წერს.

გუშინ, 9 ნოემბერს ნოემბერს, რუსეთმა ხერსონის დატოვება გადაწყვიტა. ბრძანება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამერების წინ, რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასცა.

ოკუპირებული ხერსონი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები მიმდინარე ვითარებაში ვეღარ მომარაგდება და იფუნქციონირებს– მოახსენა რუსული არმიის მეთაურმა, სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრის.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება დაიკავონ მომზადებული პოზიციები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას ხელი მოაწერა. საუბარია, კახოვკის, დოლმატოვსკის, გოლაპრისტანის და კრესტოვსკის ადმინისტრაციებზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთისთავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. იქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების “სამხრეთის” დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აზოვსტალის აღებას ყველა საშუალებით, მათ შორის საავიაციო ბომბებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით.

აშშ–მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში...

კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული...

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ – მანჯგალაძე

"თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი...

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია აფხაზეთი, ცხინვალი დაივიწყოს – ჰოჯესი

''რუსებმა უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა...

“თოვლის მთვარე“: რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დროს 2023 წლის თებერვალში

“თოვლის მთვარეს“ თებერვლის სავსემთვარეობას უწოდებენ, რომელიც 5 თებერვლიდან  დაიწყება და მისი მთავარი მახასიათებელია ის,...

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – პოდოლიაკი მუქარაზე

"ყოველთვის დააიგნორე მედვედევი" - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების...

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...