უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით რუსი ოკუპანტების 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი.
„პოკროვსკში სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. ეს ძალიან ბევრია. დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს, პოკროვსკში ცვლილებები არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.










