პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს, თუმცა შეთანხმება აუცილებელია, რათა სიტუაცია ჩიხიდან გამოვიდეს:

“იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი.

რეალობა კი ასეთია: პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე.
ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა.

აგრეთვე ილუზიაა რაიმე ტიპის რეალური შეთანხმების მიღწევა მართლმსაჯულების, საარჩევნო კანონმდებლობის, ძალოვანი სისტემის ან ნებისმიერი სხვა სისტემური პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.

წარმოიდგინეთ ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან”(სისტემასთან). ეს კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია.

ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე – პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია “ქილერთან” კონტრაქტის გაწყვეტა, რადგან პასუხი მოგეთხოვება. ამ ტიპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ანუ სისტემური გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში. მერე უკვე მძევალი ხარ.

ასე რომ, რაც დღეს შეიძლება დაიწეროს, მისი განხორციელება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების პირობებში იქნება შესაძლებელი. ეს უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არა თავის მოტყუების ხარჯზე, რადგან ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს…“– ამბობს გია ხუხაშვილი.

ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს....

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე...

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო