პოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

მოზრდილი მოსახლეობის 25% რომ აიცრას, ცოტა არ არის პირველი წლისთვის – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ საქართველოში წელს 700 ათასი ადამიანი, ანუ...

ავღანეთში ISIS-მ ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა

BBC-ს ინფორმაციით, ავღანეთში, ISIS-მ  ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა. გამოცემის ცნობით,  თავდასხმა მაშინ...

Freedom House-ს დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომებია, ცდებიან – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freadom House–ის...

სამომხმარებლო პროდუქციაზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში პეტიცია წარადგინა, რომელითაც სახელმწიფოსგან სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების...

ინტერპოლმა Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა

ინტერპოლის ცნობით ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა, ამოღებულია ათასობით...

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო