პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესში– კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სექს-მუშაკებს ტრანსპორტით ემსახურებიან – ფორმულას გამოძიება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს. ფორმულამ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა– სექს მუშაკი გამოიძახა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება.

ფორმულას ექსპერიმენტის დროს, ერთერთ მისამართზე ქალი გამოძახებით კომენდანტის დროს ტოიოტა ქამრიმ მიიყვანა. ქამრის მალევე მოყვა თეთრი შკოდა – ოპერატიული ნომრებით. ორივე მანქანა ადგილზე ერთი საათი იცდიდა. 1 საათში ქალი ტოიოტა ქამრიმ წაიყვანა, თუმცა ოპერატიულ სამძებრო სამსახურის შკოდა დაახლოებით 10 წუთი ადგილზე დარჩა. ის, სავარაუდოდ, დარწმუნდა, რომ საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნებოდა და ტერიტორია ამის შემდეგ დატოვა.

ტოიოტა ქამრის მძღოლი, რომელიც დათქმულ მისამართზე კომენდანტის დროს პირველად გამოჩნდა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია – ბექა შელია.

შაბათის ფორმულამ ბექა შელიას სახლში მიაკითხა, თუმცა, გვითხრეს, რომ ის ქირით გადავიდა.

როცა გაიგო, რომ ფორმულა ეძებდა, ბექა შელიამ ფეისბუქის ანგარიში წაშალა. თუმცა, მანამდე მას გარეკანზე საპატრული პოლიციის მანქანასთან გადაღებული ფოტო ეყენა, სამუშაო ადგილად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული.

შელიამ შაბათის ფორმულას უთხრა, რომ ტაქსის მძღოლია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

“მე მგზავრი მივიყვანე და მერე მივაკითხე, წამოვიყვანე. არანაირი თეთრი შკოდა არ მინახავს, თეთრი შკოდა ბევრი მოძრაობს ქალაქში და როგორ გითხრათ, რა ვიცი”. – თქვა მან.

თეთრი შკოდა შსს-ის მფლობელობაშია. თუმცა, რომელ დანაყოფს ემსახურება მანქანა სახელმწიფო ნომრით 430, რომელიც კომენდანტის საათის დროს სექს მუშაკს და მის კლიენტს დარაჯობდა, უცნობია.

ფორმულას ჟურნალისტი ამბობს, რომ დანაშაული სავარაუდოდ სისტემურია და მასში არაერთი პოლიციელია ჩართული. ფორმულას ინფორმაციით პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული ქალებისთვის ე.წ. “ნარუშილოვკებიც“ გაიცემა.

საქართველოში რუსეთის მავნე ქმედებებს, დეზინფორმაციას ქვეყანაზე გავლენა აქვს – დანიგენი

საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის გარშემო პროტესტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ისინი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს...

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...