პოლონეთმა რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს და ცხრა პირი დააკავეს. მინისტრმა თქვა, რომ ჯაშუშები დივერსიებს ამზადებდნენ და უკრაინისკენ მიმავალ რკინიგზის ხაზებს უთვალთვალებდნენ.

„ბოლო დღეებში, შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა პირი, რომელიც რუსულ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი“– თქვა მარიუშ კამინსკიმ პრეს-კონფერენციაზე.

ეჭვმიტანილები უცხოელები არიან, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან.

კამინსკიმ თქვა, რომ ექვს დაკავებულს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობისთვის წაუყენეს. კიდევ სამი დაკავებულის წინააღმდეგ კი საპროკურორო მოქმედებები გრძელდება.

„შიდა უსაფრთხოების ოფიცრებმა ამოიღეს კამერები, ელექტრონული მოწყობილობა და ასევე GPS გადამცემები, რომლებიც უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ტრანსპორტზე უნდა დაემაგრებინათ,“ განაცხადა კამინსკიმ.

მინისტრმა თქვა რომ ჯგუფს ჰქონდა ბრძანება, პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დესტაბილიზაციის მიზნით პროპაგანდისტული საქმიანობა ეწარმოებინა და ამისთვის გასამრჯელო მიიღეს.

ოთხშაბათს, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს შეხვდა. პრეზიდენტის კანცელარიის ცნობით, მათ უსაფრთხოების ვითარებაზე იმსჯელეს.

თებერვალში, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც წლების განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა და ბიზნეს საქმიანობას მისდევდა, ბრალი წაუყენეს,  2015 წლიდან 2022 წლის აპრილამდე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რაც მოსკოვსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსი დიპლომატები სავარაუდო ჯაშუშობის გამო გააძევა.

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...