“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ The Guardian–თან ინტერვიუში ისაუბრა.

ერთ–ერთი პირველ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კრემლისთვის ის ნომერ პირველი სამიზნეა, მისი ოჯახი კი ნომერ მეორე. ამ ფრაზის კომენტირებისას ზელენსკაიამ თქვა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა მართლაც შეიძლება მისი ახლობლების გავლით და მას კარგად ესმოდა, რა შესაძლებლობებს მიცემდა მოწინააღმდეგეს უკრაინის ლიდერის ოჯახის წევრების ხელში ჩაგდება:

“რა თქმა უნდა, პრეზდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია, და არ ვისურვებდი, რომ მას არჩევანის გაკეთება მოუწიოს ოჯახსა და პრეზიდენტის ვალდებულებებს შორის“– თქვა ზელენსკის მეუღლემ.

შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პირველი ლედი შვილებთან ერთად კიევიდან შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადავიდა, რომელსაც არ ასახელებს.

“რაც ნაკლებს ვლაპარაკობ, მით უფრო დაცული ვარ“– ამბობს ზელენსკა.

მისი თქმით, დროდადრო ახერხებდა ქმართან ლაპარაკს, თუმცა არა საკუთარი გაჯეტების საშუალებით. დაცვამ მას სოციალურ ქსელში საკუთარი ანგარიშიდან შესვლაც კი აუკრძალა, შედეგად, მისი თქმით, იყო “გრძელი და მარტოსული დღეები“.

პირველი ლედი თვლის, რომ პრეზიდენტის ოჯახი დღემდე შეიძლება რუსეთის სამიზნე იყოს:

“როცა ხედავ საშინელ დანაშაულებს, რაც რუსეთმა ჩაიდინა, ფიქრობ, იქნებ ისინი მართლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.“– ამბობს ის. პირველ ლედის დღემდე არ შეუძლია ქმართან ერთად იცხოვროს, თუმცა ახალა ერთმანეთის ნახვა უკვე შეუძლიათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი დატვირთვას ომის დროს, პირველმა ლედიმ მისი ქმრის ფსიქოლოგიურ უნარებზე ისაუბრა, რაც მას სტრესთან გამკლავების საშუალებას აძლევს:

“დისციპლინა – მისი მეორე სახელია“– ამბობს ქალი.

ელენა ზელენსკა ამტკიცებს, რომ ქმრის განწყობაში ბოლო თვეებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ხედავს და მას ქმრის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტად მისი ფიზიკური ჯანმრთელობა ადარდებს.

ზელენსკების ოჯახი ომამდე

ხვალ, პუტინი ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შეთანხმებებს ხელს მოაწერს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ხვალ, 30 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი, ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან...

საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს – ინალ არძინბა ლუკაშენკოს ვიზიტზე

"აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ განვიხილავთ ბელარუსს, როგორც...

ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით – ბურჭულაძე ლუკაშენკოზე

''ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის უერთიერთობას. მეტიც,...

“რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან უნდა წაიღოს“–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთმა საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან–აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს და...

ჩემ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ – კეზერაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში ოპოზიციური ლიდერებიც...

ფინეთი რუსებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი რუსეტის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს - ინფორმაციას ამის შესახებ ფინური მედია იტყობინება. როგორც ცნობილია...

ლუკაშენკოს ვიზიტი აღმაშფოთებელია, ის პუტინს წარმოადგენს, არა ბელარუს ხალხს – ტიხანოვსკაია

"დიქტატორ ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში აჩვენებს მის პოლიტიკურ გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ...

შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის იძლევა უკუშედეგს – კრამონი ლუკაშენკოს ვიზიტზე

ლუკაშენკო ტერორისტია! შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის იძლევა უკუშედეგს - ასე ეხმაურება,  ევროპარლამენტარი ვიოლა...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...