„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, რომ ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთის მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არ წარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია.[…]საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სიტყვა მუქარის შემოტანა უადგილოა. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტი. ასე, რომ თუ ვინმე ელაპარაკება საქართველოს პარლამენტს, ელაპარაკება ამით ქართველს ხალხს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ ეს ასპექტი. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო“,

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის კომენტარს პასუხობს.

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

შეშფოთებული ვართ სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით, საკითხს შევისწავლით – სავალუტო ფონდი

"შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის", - ამის შესახებ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...