პრეტენზიის ერთადერთი საგანი ასაკია, ფაქტი მახარებს, მაგრამ მაკვირვებს – მელია ცოტნე კობერიძეზე

სხვა პრეტენზია ვერც გამოითქვა და სხვა, გარდა ასაკისა, ვერაფერი დაუწუნეს – ასე ეხმაურება,  ენმ-ს ლიდერი და ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ცოტნე კობერიძის ვიცე მერობის კანდიდატობას. ცოტნე კობერიძე გირჩი მეტი თავისუფლებიდან, ოპოზიციის ვიცე – მერობის ერთიანი კანდიდატია თბილისში

”როგორც ირკვევა ვნებათაღელვა გამოიწვია ვიცემერობის კანდიდატად “გირჩი – მეტი თავისუფლების ” ახალგაზრდა წარმომადგენლის, ცოტნე კობერიძის დასახელებამ.

მის მიმართ პრეტენზიის მთავარი, მეტიც ერთადერთი საგანი მისივე ასაკია.

მართალი გითხრათ, მიხარია რომ “გირჩი-მეტი თვისუფლებამ” გაერთიანებულ ოპოზიციას ვიცემერობის კანდიდატად ისეთი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომლის მიმართ სხვა პრეტენზია ვერც გამოითქვა და სხვა, გარდა ასაკისა, ვერაფერი დაუწუნეს.

როგორც გითხარით, ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ არ დავმალავ, მაკვირვებს კიდეც!

განსაკუთრებით ენმ-ის მხარდამჭერების მხრიდან. ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ენმ ხელსუფლებაში მოვიდა, წამყვან ძალას სწორედ ახალგაზრდობა წარმოადგენდა და ბევრ საკვანძო თანანდებობებზე, მათ შორის მინისტრებადაც სწორედ ცოტნეს ასაკის ბიჭები დაინიშნენ და ბევრმა მათგანმა წარმატებითაც გაართვა თავი და ახლა რა გამოდის, ენმ-ის 24-25 წლის ბიჭები გვინდოდა და ახლა სხვა პარტიის 24-25 წლის ახალგაზრდა ლიდერები გვეჩოთირება? ასე ვაპირებთ ერთად ბრძოლას და კოალიციას?

ამ არჩევნებს მოვიგებთ! მოვიგებთ სწორედ ერთიანობითა და მრავალფეროვნებით!

გამარჯვება სხვანაირად გამორიცხულია და ვინც მხოლოდ ენმ-ის ძალებითა და გემოვნებით გამარჯვებისკენ მოგვიწოდებს, დამიჯერეთ, სწორედ ის გვთავაზობს დამარცხების საგზურს!

პირადად ვიცნობ ცოტნე კობერიძეს და ვინც ჯერ არ იცნობთ მინდა გითხრათ, იშვიათად მინახავს ასეთი შემართული, მოტივირებული და ნათელი გონების, საღად მოაზროვნე ახალგაზრდა როგორიც ცოტნე კობერიძეა. Tsotne Koberidze

რომც არ მოგვწონდეს, იგი ვიცემერობის კანდიდატად დაასახელა “გირჩი-მეტი თავისუფლებამ” და თუ ჩვენ ერთად ვაპირებთ ოლიგარქის წინააღდეგ ბრძოლას, ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ არჩევანს, ისევე როგორც ისინი სცემენ პატივს ჩვენს არჩევანს და მე მხარს მიჭერენ მერის თანამდებობაზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს სწორედ ამომრჩევლის მრავალფეროვნებით.

ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გლდანში – ერთიანობით! სადაც მოხერხდა ერთიანობა, მოხერხდა რეალური გამარჯვებაც და სადაც დავიქსაქსეთ, იხეირა ივანიშვილმა! – წერს ნიკა მელია.

ბრიტანეთი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული ხორბლის ამოსაცნობად და ბაზარზე დასაბლოკად სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის

სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბრიტანეთის მეთაურობით დაიწყო ტექნოლოგიის შემუშავება, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება...

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის...

Bloomberg:რუსეთმა 1918 წლიდან პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

წუხელ რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საგარეო ვალის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რომელიც...

ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რაზე ილაპარაკეს მაკრონმა და პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს...

რუსეთი გეგმავს ბელორუსს Iskander M-ი მიაწოდოს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია – 26 ივნისის...

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 26 ივნისს განვითარებულ...

პუტინმა თათბირზე ლიეტუვას წინააღმდეგ ომის დაწყება განიხილა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა ლიეტუვასთან გამწვავებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ე.წ. კალინინგრადის ბლოკადის გამო. შეხვედრაზე სავარაუდოდ...

“პიჯაკით თუ შიშველი ტორსით ცხენზე?“–დიდი შვიდეულის ლიდერებმა პუტინის მაჩოიზმს დასცინეს

დიდი შვიდეულის სამიტის პირველ დღეს, სადილის დროს მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ცნობილი ფოტოები გაიხსენეს –...

ხევსურეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო. ადგილობრივები და ტურისტები იზოლაციაში აღმოჩნდნენ

ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...