პროკურატურამ დააკავა ჯგუფი, რომელმაც ფრანგულ კომპანიას საქართველოში მოტყუებით 450 000 დოლარი გადმოარიცხინა

პროკურატურამ საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.  მომხდართან დაკავშირებით, ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 აშშ დოლარი, მოტყუებით გადმოარიცხინეს გ.ჯ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე საქართველოში.

თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, ნ.ხ-მ და გ.ჯ-მ გაიტანეს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება.

ნ.ხ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისთვის“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე: ვეცდებით, რომ 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ეცდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება...

მელია: ოცნებაში დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის

"ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია...

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე...

გაბუნია: დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, მიზანია 6000

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში აცრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, მიზანი კი...

კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. "ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00...

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. უქმე დღეებში...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...