პროპაგანდა რუსეთის სკოლებში–რა სახელმძღვანელოები დაურიგეს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასწავლებლებს

რუსეთის სკოლებმა მიიღეს მეთოდური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა უამბონ, რა მიზეზებით დაიწყო რუსეთმა სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ამის შესახებ “მედიაზონა“ წერს, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტად“ არის მიჩნეული. ასეთივე მეთოდური სახელმძღვანელოების შესახებ ბიბისი–ს მოსკოვის სკოლების ორმა მასწავლებელმა აცნობა. “მედიაზონა“ წერს, რომ ასეთი გაკვეთილები იგეგმება კალუგის, სახალინის და ტულის ოლქების სკოლებში.

ბიბისი რამდენიმე ციტატას აქვეყნებს დოკუმენტიდან, რომელიც მოსკოველმა მასწავლებლებმა მიაწოდეს. ნახეთ რა წერია 9–11 კლასების მეთოდურ სახელმძღვანელოში:

  • “სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც ორგანულად სძულთ რუსეთი, რომლებიც ახლა ყველაფერს აკეთებენ ომის გასაჩაღებლად, იმისთვის, რომ  3-4  წლის შემდეგ თქვენც ჩაგითრიონ მათ სასაკლაოში“.
  • ოკეანისმიღმელმა კურატორებმა უკრაინის ხელისუფლებას, მის მომავალ თაობებს საშინელი ამოცანა დაუსახეს – რუსეთზე გამარჯვება, ნებისმიერ ფასად გამარჯვება. როგორც ამბობენ, “ბრძოლა რუსეთთან უკანასკნელ უკრაინლამდე“.
  • “რვა წელი ბომბავდნენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს, არაფრად აგდებდნენ ბავშვებს და მოხუცებს, არ ენანებოდათ ქარხნები, სკოლები, სახლები, რომლებსაც ოდესღაც მთელი საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლები აშენებდნენ. რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ორი ოლქი შეზღუდულ დამოუკიდებლობას ითხოვდა, თანაც უკრაინის ფარგლებში. ლუგანელებს და დონეცკელებს სულ ცოტა უნდოდათ: რომ რუსული ენა მათ ოლქებში მეორე სახელმწიფო ენა გამხდარიყო – უკრაინულთან ერთად, და რომ მათ რეგიონებს რამდენიმე დამოუკიდებელი მმართველობითი ფუნქცია მინიჭებოდა.“
  • “ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, რა მოხდებოდა, თუ უზარმაზარი, გაძლიერებული უკრაინული არმია – გათავხედებული, რუსეთის მიმართ სიძულვილით განწყობილი – ჩვენს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. არავითარი სხვა მიზეზი, გარდა დროის გაჭიანურებისა და მომავალი ომისთვის მზადებისა, უკრაინის მხრიდან არ იკვეთებოდა. სამ, მაქსიმუმ ოთხი წლის შემდეგ რუსეთი არა მხოლოდ ომს შეეჯახებოდა, არამედ გამანადგურებელ ომს და დამონებას, და როგორც ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ განაცხადა, ბირთვული იარაღის გამოყენებას. ასეთი შესაძლებლობები კი, უკრაინას მისი მოკავშირეების გამოყენებით ნამდვილად აქვს.“
  • ნებისმიერი ომი – ბოროტებაა, ისევე როგორც ნებისმიერი უსამართლობა და ძალადობა. როგორ შევაჩეროთ ბოროტება? ყველა გულშეძრულები ვართ, როცა ვიგებთ ინფორმაციას, რომ მორიგი არაადამიანი მიდის სკოლაში სიძულვილით სავსე, იარაღით ხელში და სისხლიან ტერორისტულ აქტებს აწყობს. რა უნდა გააკეთოს მამაცმა და პატიოსანმა ადამიანმა, როცა თავის სკოლასთან ასეთი მხეცის მიახლოების შესახებ იგებს? გვერდით უნდა გადგეს პლაკატით “მე მშვიდობას ვემხრობი?“ თუ შეაჩეროს შეშლილი, რომელიც ერთი მიზნით მიდის, თქვენი მეგობრები მოკლას?
პრეზენტაციის სქრინშოთი გაკვეთილისთვის – რუსეთ–უკრაინის ურთიერთობების ისტორია

მეთოდიკაში ასევე ცალკეა რეკომენდირებული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლების ჩვენება.

ლექციების გარდა სკოლის მასწავლებლებმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ დამოუკიდებელი დავალების მომზადება ან კითხვებზე პასუხი მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებით. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ შეამოწმონ ახალი ამბების სიმართლე. სწორი პასუხია: ამა თუ იმ პოლიტიკური ინფორმაციის გადამოწმება რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ საიტებზე.

პრეზენტაციის სქრინშოთი

აი, ზოგიერთი ასეთი დავალება:

  • “ამჟამად სხვადასხვა წყაროებიდან, განსაკუთრებით ინტერნეტ ქსელებიდან გესმით ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომელიც ყოველთვის მართალი არ არის, ზოგჯერ კი შემაშინებელია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა “ისტორიისთვის ბრძოლა“ მიმდინარეობს, “საინფორმაციო ომი“. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს გამოთქმა? რატომ შეიძლება მეზობლები გახდნენ მტრები?“ – ეს არის შეკითხვა 6–8 კლასელებისთვის.
  • “შეისწავლეთ 2022 წლის 21 თებერვლის რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ფრაგმენტი. გააკეთეთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზეზის ფორმულირება.“– ეს არის დავალება 7–8 კლასებისთვის.
  • “ამჟამად უკრაინაში ათობით ათასი ახალგაზრდა ადამიანია, თქვენი თანატოლები. ისინიც უყურებენ ტელევიზორს და უსვამენ კითხვებს უფროსებს. გაკვეთილზე შესწავლილი მასალებით და ისტორის, საზოგადოებათმცოდნეობის და ლიტერატურის საკუთარი ცოდინით დაწერეთ ბლოგის სახის ჩანაწერი, მიმარული თქვენი თანატოლებისადმი, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ. აღწერეთ კეთილმეზობლობის თქვენეული გაგება საერთო ისტორიის, კულტურის და ფასეულობების საფუძველზე“– ეს არის დავალება 9–11 კლასებისთვის.

რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი...

“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური...

ლუკაშენკოს თქმით, 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა. "თქვენ ამისთვის ...

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს აგზავნის

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, მთავრობა, მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე...

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს – პუტინი

"დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო...

აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს,...

ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება – გაიდაი

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...