პუტინის გარემოცვის პანიკაში ჩავარდნილი წევრები ცდილობენ დასავლეთს მალულად დაუკავშირდნენ– The Daily Mirror

ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror   წერს, რომ კრემლის მაღალჩინოსანი საიდუმლოდ დაუკავშირდა დასავლეთს, რათა მათ მოლაპარაკეების დაწყებაში და უკრაინაში ომის დასრულებაში დაეხმაროს.

ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ელიტის წევრმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, დასავლეთს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კრემლი პანიკაშია და სასოწარკვეთილებამდე მისულს სისხლიანი ომის დასრულება უნდა.

გამოცემა წერს, რომ გასაოცარი ინფორმაცია  ამის შესახებ მოყვანილია ანგარიშში, რომელიც დასავლურ სპეცსამსახურებში ვრცელდება.

ითვლება, რომ პუტინთან დაახლოებული უფროსი ოფიცრები და ჩინოვნიკები შეშფოთებულები არიან მკაცრი დასავლური სანქციებით და ომით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნით.

ზოგიერთი კრემლის მაღალჩინოსანი ასევე შეშფოთებულია სულ უფრო მზარდი რისკებით, როგორიც არის საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

სავარაუდოდ კრემლის ჩინოვნიკი დასავლურ ლიდერებს აშშ–ს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში არსებული კონტაქტებით ან დასავლელი დიპლომატების დახმარებით, პუტინის ზურგს უკან დაუკავშირდა.

გამოცემა The Daily Mirror წერს, რომ მათი ინფორმაციით გაჟონილ “ანგარიშს სიტუაციის შესახებ“ სპეცსამსახურები სერიოზულად ეკიდებიან.

დოკუმენტში ნათქვამია: “პუტინის ახლო წრის წარმომადგენლის მხრიდან გაიგზავნა სიგნალი დასავლეთის მიმართულებით მოლაპარაკების დაწყების სურვილის შესახებ. კრემლის ელიტის განწყობა პანიკურია.“

შემდეგ ანგარიშში კრემლის ანონიმი ინსაიდერი “რეჟიმის ერთ–ერთ საყრდენად“ არის მოხსენიებული.

ასევე საუბარია, რომ ინსაიდერი და მისი ოჯახი ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. პუტინმა უკვე ჩაატარა რამდენიმე წმენდა, სამსახურებიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები და მაღალჩინოსანი ჯაშუშები.

ზოგიერთი საერთოდაც გაქრა, ან უცნაურად გახდა ავად.

The Daily Mirror–ს მაღალჩინოსანმა უკრაინულმა წყარომ დიპლომატიური წრეებიდან უთხრა, რომ “მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ პუტინის ახლო გარემოცვიდან ვინმე ასეთი წინადადებით დასავლეთთან დაკავშირებას ცდილობს.“

“ასეთი რამ ხშირად ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე, როცა ოფიციალური პირები საკუთარ მომავალზე დარდობდნენ და მის უზრუნველსაყოფად ლიდერისგან მალულ ნაბიჯებს დგამდგნენ.

კრემლის ელიტიდან ბევრი კარგად იცნობს დასავლურ ცხოვრებას, მათი შვილები დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და დასავლურ ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ იციან, რომ პუტინის ხელისუფლებისგან მოშორებით კარგად შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა ამისთვის ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, რადგან მეტისმეტად დაშინებულები არიან“– ამბობს დიპლომატი გამოცემასთან საუბრისას.

 

 

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა....

სავალუტო ფონდმა პროგრამა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ შეაჩერა და ამას მალავდნენ ...

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის და ნდობის მთავარი ფაქტორი, ეს იმას...

უკრაინელები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ზელენსკი

"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ...

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან...

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია...

სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა – თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც...

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა....

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...