რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში “დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩატარებას გეგმავს.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ფორუმის ჩატარება 6-7 მარტს იგეგმება.
“2024 წელს კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღე და 4 მიმართულება – ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები. წლევანდელი განხილვის საკითხია: ხელოვნური ინტელექტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
Skolkovo-ს გარდა, ღონისძიების პარტნიორებს შორის შედის რუსული სანქცირებული VTB ბანკი, რუსული ოპერატორი MTS, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკი SberBank და კომპანია MegaFon, ასევე კანადის მიერ სანქცირებული მობილური ოპერატორი – Rostelecom.