„არ მგონია, რომ რუსეთს უსაზღვრო რესურსები აქვს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად მცირეა ჩვენი, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების შიდა პროდუქტთან შედარებით. მართალია, ვლადიმირ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.
ვფიქრობ, ის თვლის, რომ დასავლეთის ნება დროებითია, კონკრეტულად კი ეს უკრაინას ეხება. იმედი მაქვს, რომ ამ შეფასებაში ის ცდება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორი „მესიჯი“ გააგზავნონ, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა ალიანსის მისწრაფებებთან დაკავშირებით“
ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალმა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიმს ჯონსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხავს იმის შესახებ, რომ „რუსეთი ოჩამჩირეში, აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნაზე მუშაობს“.