პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის, ე.წ. ოდეკაბეს კოლექტიური უსაფრთხოების  საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა. ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ და სამიტისკენ იმავე მანქანით წავიდნენ,  რომელსაც პუტინი იყენებს.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები – ალექსანდრე ლუკაშენკო, კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი.გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ფაშინიანის ცალკე შეხვედრა.

კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. დაგეგმილია, რომ მონაწილეები რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ფაშინიანმა  ორგანიზაციის მიმართ სომხეთის პრეტენზიებზე ისაუბრა:

“ჩვენ ოდეკაბეს შექმნის 20 წლის იუბილე გვაქვს, თუმცა განწყობა სულ არ გვაქვს საიუბილეო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოდეკაბეს წევრი სომხეთი მინიმუმ სამჯერ გახდა აზერბაიჯანის აგრესიის მსხვერპლი. გვამძიმებს ის, რომ სომხეთის ოდეკაბეს წევრობამ ვერ შეაკავა აზერბაინი აგრესიული ქმედებებისგან. მითუმეტეს, რომ ფაქტიურად დღემდე ვერ მოვახერხეთ მიგვეღწია გადაწყვეტილებისთვის  ოდეკაბეს რეაქციაზე აზერბაჯანის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს ფაქტები ზიანს აყენებს ოდეკაბეს იმიჯს როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მე ამას ვაფასებ როგორც მთავარ წარუმატებლობას სომხეთის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში. იგივე შემიძლია ვთქვა ესკალაციის ფაქტებზე ჩვენი წევრების, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე.“

ფაშინიანმა ორგანიზაციის წარმატებებზეც ისაუბრა და მაგალითად დაასახელა ოდეკაბეს ოპერატიული რეაქცია იანვარში  ყაზახეთის პრეზიდენტის, ტოკაევის თხოვნაზე მის ქვეყანაში წესრიგის აღდგენის თაობაზე. ფაშინიანის თქმით ამან ყაზახეთს ქვეყნის შიგნით ქაოსი თავიდან აარიდა.

ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ოდეკაბე აქტუალურ პრობლემებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოდეკაბეს ერევნის სამტზე იქნება კრიზისებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესება და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების განხილვა.  სხდომაზე, სავარაუდოდ, კოლექტიური უსაფრთხოების  საბჭოს დეკლარაცია მიიღება.

ოდეკაბეს წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს ასოციაციას სომხეთი ხელმძღვანელობს, მომავალ წელს თავმჯდომარეობა ბელორუსს გადაეცემა.

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს – ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ირაკლი ლომია  აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ 9 დეკემბერს,...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...