“პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება“ – კირბი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონმა კიევს 6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია. დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა „HIMARS” – მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები. შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის ესაუბრა. კირბი იქამდე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის თანამდებობას იკავებდა.

“უკრაინა განსაზღვრავს, „რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს არის მათი უფლება მასალაზე, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებენ. ეს ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მას“ – აცხადებს კირბი.

მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები „ფოკუსირებულია იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს გააგრძელოს საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის დაცვა“.

უკრაინაში ამერიკული „HIMARS” 23 ივნისს ჩავიდა. კირბის თქმით, ამ დახმარებას ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და უკრაინას უპირატესობას ანიჭებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, კირბი პასუხობს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს კიევი შესაბამის და დროულ დახმარებას არ იღებს.

„ყველა ეს სისტემა ქმნის განსხვავებას. დღესაც კი ისინი ქმნიან განსხვავებას, ამას უკრაინელები დაადასტურებენ და ეს არ არის მხოლოდ დიდი სისტემები. ეს ასევე არის მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველდღიურად იყენებენ რუსებთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს უკვე ახდენს გავლენას. ჩვენ აშკარად ვართ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი დონორი უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მთელს მსოფლიოში… თითქმის 6 მილიარდი დოლარი [რუსეთის უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან. ასე რომ, ეს არის ბევრი მასალა, რომელიც მიდის და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს დახმარება მომავალში“ – აცხადებს კირბი.

უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, არ გამორიცხავს, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის „HIMARS” და „MLRS” [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა] სისტემების მიწოდება განაგრძოს. 24 ივნისს, უკრაინამ უკვე მიიღო დამატებით “HIMARS” სისტემა.

კითხვაზე, რისთვის აწვდის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს – საკუთარი თავის დასაცავად თუ რუსული ძალების დასამარცხებლად, უკრაინის ტერიტორიებიდან უკუკდებისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის, კირბი პასუხობს – „ჩვენ დანამვდილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის რული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს – ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება.“

წყარო: ამერიკის  ხმა

ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ სიმართლეს და შესაბამისად, უკრაინის მომავალს – ზელენსკი

''ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს, ეს კი ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან...

აგენტურის პატრონები კანდიდატის თემის აქტუალიზებას ისევ შეეცდებიან – ივანიშვილის დეპუტატები

"ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ....

ვხედავთ დაღუპულთა ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ – წულუკიანი

''პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ყველა ფრონტზე დაღუპული ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების,...

The Guardian: უკრაინა ტაქტიკურ გამომგონებლობას იჩენს და კვლავ გვაოცებს

რიაზანისა და ენგელსის მახლობლად მდებარე ორ რუსულ საჰაერო ბაზაზე აფეთქებები კიევის ტაქტიკური ოსტატობისა და...

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს,...

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის...

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...