რაგბის კავშირის არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს.  საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

აბუსერიძის განმარტებით, არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ვინც “ამის უკან დგას, რაგბის მტერია”.

„არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა – ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი“, -თქვა ირაკლი აბუსერიძემ.

ხურციძე ამტკიცებს, რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს.

“ჩაატარეს უკანონო ყრილობა და მე შევიტანე განცხადება. რეესტრმა გაიზიარა ის შენიშვნები თუმცა მე რომც არ შემეტანა განცხადა ისინი მაინც ნახავდნენ ამ ხარვეზს ნახავდნენ. ერთადერთი რამაც ეს შეიძლება გამოასწოროს არის მორიგი საარჩევნო ყრილობა. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან და უნდა ჩატარდეს სწორედ”, – აღნიშნავს ხურციძე.

შეგახსენებთ, არჩევნები ​​​​​​რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

 

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, საქართველო ზეიმობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაცები და რუსები...

პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით, საერთოდ არ ველაპარაკეთ – მდინარაძე “მოქალაქეებზე”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან...

დაგუგლეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები – გამყრელიძე

დაგუგლეთ, ნახეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტების საბაგირო გზები გახსნილია თუ არა", - ასე...

ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ცა აივსება ავიახომალდებით – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ...

გააუქმეთ უაზრო კომენდანტის საათი, აღადგინეთ ტრასპორტი – დეკანოიძე მთავრობას

ენმ–ს წევრი ხატია დეკანოიძე მთავრობას რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებს: "დაიწყეთ მასაწვლებლების ტესტირება სასწრაფოდ და გახსენით...

ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ "ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება." მისი თქმით, ახლა...

რა შეზღუდვები იხსნება და რა არ იხსნება – მოკლედ

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება: • მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება. უცნობია, როდის განახლდება მათი ფუნქციონირება. 1 თებერვლიდან, ბათუმში,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო