რაზე იქნება დამოკიდებული მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა – NGO-ების განცხადება

არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

მათი თქმით, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას.

ისინი მიიჩნევენ, რომ თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატები უნდა შეირჩნენ, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.

“ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც  საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე მოხდეს.

აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა” ,– წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  • ღია საზოგადოების ფონდი

”რუსეთში ვერ წავალ” – ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს მიწვევაზე უარი უთხრა

 "ახლახანს ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მადლობა გადავუხადე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოწვევისთვის...

თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო – რებეკა ჰარმსი

''თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო.'' ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი ამის შესახებ Twitter-ზე წერს, და...

ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა გვარამიას, რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ –...

მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო...

საქართველოს უკრაინაში ეწოდოს Сакартвело! – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ისტორიული სახელწოდების Сакартвело-ს გამოყენების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ''უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები ...

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ვოლსკი

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია...

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

"ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც...

ნათქვამია, რომ 1 მილიონი დიასპორაა რუსეთში, აღარაა, ეს კარგად ვიცით – ზურაბიშვილი

"ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარაა 1...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...