რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ – აცხადებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების შესახებ, დავით ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განახლებული პაკეტი მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, წრთვნისა და აღჭურვის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით. ამასთან, საქართველოს პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ „არსებითი პაკეტი“ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, აახლოვებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანად აძლიერებს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის – შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის – უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის განახლების გადაწყვეტილება, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მნისტრთა საბჭოს სხდომაზე, 2 დეკემბერს მიიღეს. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც „არსებითი პაკეტის“ განახლებას გულისხმობს, კმაყოფილებას გამოთქვამს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოკავშირის არა მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც აქვს, რაც „არსებითი პაკეტის“ გაძლიერებაშიც გამოიხატება.

2 დეკემბერს, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ქართველ და უკრაინელ პირველ დიპლომატებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს. ნატომ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედრო ძალებს ზრდის ყირიმში და სულ უფრო აქტიურად განათავსებს საკუთარ ძალებს შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატო პასუხობს რეგიონში ყოფნის გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს და უკრაინას უწოდა ნატოს ღირებული პარტნიორები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ალიანსის მისიაში. სტოლტენბერგის თანახმად, ნატო საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“ 2014 წელს, უელსის სამიტზე მიიღეს. სამიტის დეკლარაციის თანახმად, „არსებითი პაკეტი“ განავითარებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და დაეხმარება ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში.

წყარო: ამერიკის ხმა

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოთხშაბათიდან...

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ...

"ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა" - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი...

როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის-ნიკა გვარამიას სკანდალური გადაცემა

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან მოიპოვა ე.წ. კრებსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...