რას შეცვლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი საქართველოსთვის–ამერიკელი ექსპერტების აზრი

ამერიკა პრეზიდენტს, საქართველო კი პარლამენტს ირჩევს. ორივე არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. “Ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოზე და არის, თუ არა შესაძლებელი, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალოს?

ვაშინგტონში გამოცდილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან “ამერიკაში უთქმელი და დაუწერელი პირობაა- არ იცვლება საგარეო პოლიტიკა და მას არ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტები,”- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია და ამ ურთიერთობებს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ამერიკის არჩევნები უფრო კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე. საქართველოსა და ამერიკას შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სამხედრო კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად აფიქსირებს პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია “- ამბობს დიპლომატი იალოვიცი, რომელიც თვლის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ შეიცვლება. თუმცა აქვე ამატებს:

“საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ის მუდმივად ცდილობს წინსვლას. ამ დროისთვის, ბევრი პრობლემაა ამ კუთხით, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენებმა არაერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო წამოიწევს თუკი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ნაკლებ კონცენტრაციას აკეთებს ასეთ საკითხებზე, მაგრამ თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, საქართველოს უფრო მეტი კონცენტრაცია და მუშაობა დასჭირდება დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯო ბაიდენისთვის ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს,”- განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა “ამერიკის ხმასთან საუბრის დროს.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი კი ფიქრობს, რომ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდება და არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. დიპლომატი აქვე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლოა უახლოეს პერიოდში ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი გაიხსნას.

“საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ძალიან ძლიერი გრძნობები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ არის ისეთი მეგობრული და დამხმარე პიროვნება, როგორც ამერიკის სხვა პრეზიდენტები იყვნენ. მაგრამ, თუ გადავხედავთ პოლიტიკას და პიროვნებებზე არ ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს და ეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის პირობებშიც გრძელდება. ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, ასევე მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს რეფორმების განხორციელებაში , მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე წინააღმდეგობებისა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება და გაიზრდება – მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ არჩეული იქნება პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ გაგრძელდება არსებული პოლიტიკა და მხარდაჭერა გაძლიერდება, სამხედრო წვრთნების და პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც. ამავე დროს, თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად აირჩევს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს იმისას, რომ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა შემცირდეს,”- ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას დიპლომატი ვოლკერი.

დევიდ კრამერი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორია, ამბობს, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი ყურადღებას დეტალები აკლდა:

“ტრამპის ადამინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა კარგად დაიწყო. 2017 წელს საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ამერიკას 2 წელი დასჭირდა იმისათვის , რომ საქართველოში ახალი ელჩი გაეგზავნა. კელი დეგნანი, რომელიც ახლა ამერიკის ელჩია საქართველოში, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან მხოლოდ ამ წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ქვეყანა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი,”- ამბობს დევიდ კრამერი.

კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოსთვის, თუ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი ან ჯო ბაიდენი გაიმარჯვებენ.

“მე ვფიქრობ, თუ ტრამპის ხელახლა არჩევა მოხდება, შესაძლოა ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვას ევროპასთან ურთიერთობაში. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არ არის კარგ ფორმაში. პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ შესაძლებელია ამერიკამ ნატო დატოვოს, რაც ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. ეს კი ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის. ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ის მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი ვერ შეძლებს ოფიციალურად გაიყვანოს ამერიკა გაერთიანებიდან, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საუბარი გასვლის სურვილის შესახებ, ნატოს დასრულებას ნიშნავს, რა თქმა უნდა ჩემი აზრით. თუ მოიგებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი? მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უწყობს ხელს ნატოს, ის აცნობიერებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოსწორების მნიშვნელობას. ასე რომ, მე ვხედავ მნიშვნელოვან განსხვავებას ამ ორ კანდიდატს შორის, მაგრამ არ ვამბობ იმას, თუ რომელი იქნება უკეთესი. საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატისა, ურთიერთობები მყარად გაგრძელდება. უფრო მეტიც, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამას ადასტურებს ბოლოს მიღებული რეზოლუციები და გამოჩენილი ყურადღება,”- აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კრამერი.

წყარო: ამერიკის ხმა

სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი – კალაძე ოპოზიციაზე

"ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, არ ვიცი, სად შეიკრიბა ამდენი დაბოღმილი, გაუბედურებული ადამიანი, ეს...

ასეთ სამარცხვინო კაცს როგორ შეიძლება ვინმემ ხმა მისცეს?! – კობახიძე ანზორ მელიაზე

"რაც შეეხება მამა მელიას, რომელიც გაწირეს უბრალოდ სირცხვილისთვის. კაცს ეკითხებიან, რამდენია ზუგდიდის ბიუჯეტი და...

გიორგი კირთაძე – 51,3% არჩილ ჩიქოვანი – 48,7% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ხატია დეკანოიძე – 51,7% იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% – IPSOS-გლობალის კვლევა...

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ანზორ მელია – 54,7% მამუკა წოწერია – 45,3% – IPSOS-გლობალის კვლევა ზუგდიდში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

დავით კირკიტაძე – 53,1% ნინო ლაცაბიძე – 46,9% – IPSOS-გლობალის კვლევა რუსთავში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა

"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ...

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ერთვება. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გაავრცელეს. ნიკა გვარამიას...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...