რატომ დაყვებიან კატები პატრონებს სააბაზანოში–მეცნიერების ახსნა

მსოფლიოში ბევრი ამოუხსნელი საიდუმლო არსებობს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან დაკავშირებით. ერთ–ერთი ყველაზე უცნაური ამბავი ის არის, რომ კატებს ძალიან უყვართ სააბაზანო ოთახი.

თუ კატა არ გყავთ, ვერ გაიგებთ რაზე ვსაუბრობთ, თუმცა, თუ კატა გყავთ, ალბათ თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა: როცა პატრონი საბაზანო ოთახში მიდის, კატა მას უკან მიყვება, უნიტაზზე მჯდომ პატრონს კი თვალს არ აშორებს. თუ კარს შიგნიდან ჩაუკეტავთ, შეიძლება კარები მანიაკივით ფხაჭნოს და გარედან კნავილი ატეხოს. ეს არის ფენომენი, რომლის ახსნა მეცნიერებს პრაქტიკულად არ აქვთ.

კალიფონიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მკვლევარის, მიკელ დელგადოს თქმით, მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუმცა ასრებობს გარკვეული მოსაზრებები:

ყურადღების მიპყრობის სურვილი

ალბათ იცით, რომ კატებს ყურადღება უყვართ.კატებმა როგორც ჩანს იციან, რომ როცა პატრონი უნიტაზზე ზის დიდი არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მისი მაყურებელი იყოს და ამ დროს შეუძლია მისი მთელი ყურადღება დაიპყროს. ჩვენს დროში ხომ ადამიანები იმდენად დაკავებულნი არიან, რომ ხშირად საკუთარ ცხოველებს დიდ ყურადღებას ვერ უთმობენ.

რუტინა

კატებს კარგად აქვთ განვითარებული შინაგანი საათი და იციან, როდის დგება საწოლიდან მათი პატრონი, როდის აპირებს სამსახურში წასვლას და სახლში დაბრუნებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თქვენი ტიპიური დილის რუტინა სააბაზანოში თქვენი კატისთვისაც ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა, რომელიც ძალიან უყვარს.

თამაშის სურვილი

გრილი ზედაპირები, არომატები და სხვა უამრავი თავშესაქცევი “სათამაშო“– სააბაზანო ოთახი ნამდვილი სათამაშო მოედანი შეიძლება იყოს კატებისთვის. მაგალითად, მათ უყვართ საშხაპის ფარდებით, ან პატარა ხალიჩით თამაში. თუმცა, თუ მეტისმეტი მოუვიდა და მაგალითად ნაგვით დაიწყო თამაში, ესეიგი მიგანიშნებთ, რომ ძალიან მოწყენილია.

ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარე კატებისთვის სააბაზანო ოთახი საინტერესო ნივთებით და საქმიანობით არის სავსე. დაკეტეთ სააბაანო ოთახის კარი და ნახავთ, რა დაუსრულებლად შეუძლიათ მათ აღმოჩენების კეთება სააბაზანოში. ცნობისმოყვარეობა კატების ბუნებრივი ინსტიქტია, ისევე როგორც ონკანიდან წყლის სმა.

ჭამის სურვილი

თუ თქვენი კატა ტუალეტში მოგყვებათ (ან ზოგადად, უკან დაგყვებათ), შეიძლება საჭმელს გთხოვთ. დააკვირდით მას, რათა მიხვდეთ, მართლაც შია თუ არა. გაითვალისწინეთ, რომ კატებშიც, ისევე როგორც ადამიანებში სიმსუქნებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.

საფრთხის განცდა

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ თქვენი კატა სავარაუდოდ თქვენ ნამდვილ ძმად ან დად გთვლით, რაც ნიშნავს რომ საკუთარ დამცველად მიაჩნიხართ. როგორც კი დახურულ კარს მიღმა უჩინარდებით, თქვენი კატა შეიძლება თავს დაუცველად გრძნობდეს. მას სურს დარწმუნდეს, რომ არაფერს ისეთს არ აკეთებთ, რაც მტაცებლებს მოიზიდავს და ორივე თქვენგანს საფრთხეში ჩააგდებს.

კატებს არ უყვართ საიდუმლოებები

აბაზანის დახურული კარი თქვენი კატისთვის გამოცანაა. არადა კატებს არ უყვართ საიდუმლოებები, რომლებშიც მონაწილეობა არ შეუძლიათ. ყოველი მცდელობა კარს მიეფაროთ, თქვენი კატისთვის იმას ნიშნავს, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ამიტომაც მას სურს აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა ამ რაღაცაში.

ნახეთ უფრო ვრცლად, რატომ უყვარს თქვენს კატას სააბაზანოში დროის გატარება თქვენთან ერთად

უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი

კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება...

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა...

რუსი ოკუპანტების შეტევა 4 მიმართულებით ჩაიშალა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა შეტევა 4 მიმართულებით წამოიწყეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. "სევეროდონეცკის...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...