რატომ იჯერებენ ადამიანები პანდემიის დროს ადვილად შეთქმულების თეორიებს. კოვიდ–დისიდენტობის ანატომია

ამერიკელთა 30%–ს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შეთქმულების ერთი თეორიის მაინც ჯერა. ბევრი დარწმუნებულია, რომ Covid19 ჩინურ ლაბორატორიაში შეიქმნა, თუმცა არსებობენ ისეთები, ვისაც საერთოდ ეჭვი ეპარება ვირუსის არსებობაში. ასეთი თეორიების მომხრეები თვლიან, რომ ვირუსის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სინამდვილეში ტყუილია, რომელიც მსოფლიოს ვიღაც იდუმალმა ძლევამოსილმა მმართველებმა მოიგონეს საკუთარი მიზნების მისაღწევად.

ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და თვლის, რომ პრობლემა გაზვიადებულია კოვიდ– დისიდენტები შეარქვეს.

რატომ შექმნა პანდემიამ იდეალური პირობები კონსპიროლოგიის ახალი ტალღისთვის?

პანდემიის პირველ ეტაპზევე დიდი პოპულარობა მოიპოვე თეორიამ იმის შესახებ, რომ კორონავირუსი 5G ანძებმა გამოიწვია. თუმცა, ამ თეორიის მომხრეთა ნაწილს უხერხულობას უქმნიდა ერთი წინააღმდეგობა – თუ ვირუსი ანძებმა გამოიწვია, ესეიგი ის მართლაც არსებობს, არადა ამის აღიარება მათ არ სურდათ.

ამიტომაც სოციალურ ქსელებში მალევე მოიპოვა პოპულარობა ახალმა თეორიამ: ხელისუფლებამ კორონავირუსი შექმნა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება რაღაც უფრო მნიშვნელოვანისგან გადაიტანოს. ეს ვერსია ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა.

კონსპირაციული თეორიების მომხრეთა დიდი ნაწილი არც დისტანციას იცავს, არც ნიღაბს ატარებს, დაინფიცირების შემთხვევაში კი ექიმებს არ მიმართავს. სამწუხაროდ ეს ბევრ მათგანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

თუმცა, მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს დღემდე ჯერა შეთქმულების თეორიების. ზოგი თვლის, რომ Covid19-მა ბევრად ნაკლები ადამიანი მოკლა, ვიდრე ექიმები ამბობენ. ზოგი დარწმუნებულია, რომ ის საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ნიგერიის მოსახლეობის 40%, საბერძნეთის , სამხრეთ აფრიკის, პოლონეთის, მექსიკის მოსახლეობის 40%, ამერიკელების 38%, უნგრელების 36%, იტალიელების 30%, გერმანელების 28% დარწმუნებულია, რომ ვირუსის საფრთხე “შეგნებულად და ძლიერ გაზვიადებულია“.

თითქმის ერთი წელია მსოფლიო კორონავირუსის ვაქცინას ელოდება და იმედი აქვს, რომ ის თვითიზოლაციას და კარანტინებს დაასრულებს, თუმცა როგორც კი რუსეთში, აშშ–ში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია დაიწყო, ინტერნეტში პრეპარატების პოტენციურ საფრთხეზე დაიწყეს საუბარი და საეჭვო ბმულების გავრცელება მოგონილი ისტორიებით, თითქოს აცრის შემდეგ ადამიანები ცუდად ხდებიან.

მედიკოსები ყვებიან, რომ გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მათ არაერთი პაციენტი ყავთ, რომლებიც სიკვდილის პირასაც კი უარყოფენ კორონავირუსის არსებობას. ამტკიცებენ, რომ მათი დაავადება რაღაც სხვა მიზეზის ბრალია, შეურაცხყოფას აყენებენ ექიმებს იმის გამო, რომ ისინი დამცავ საშუალებებს ატარებენ, ამტკიცებენ, რომ არ აქვთ კორონავირუსი, იმიტომ რომ ის არ არსებობს. გაღიზიანებული ექიმები ასეთ ადამიანებს ზოგჯერ იდიოტებად მოიხსენიებენ, თუმცა ფსიქოლოგები და ექსპერტები ამ ფენომენს სხვა ახსნას უძებნიან.

პარადოქსია, მაგრამ ადამიანების მზაობა კონსპიროლოგიურ თეორიებს დაუჯერონ, უნდობლობასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული.

“შეთქმულების თეორიები ეს არის მცდელობა აიხსნას მოვლენები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება და ჩვენს მოლოდინებს არ შეესაბამება. უნდობლობა ჩნდება როგორც ადამიანის დამცავი რეაქცია, როცა მას ეჩვენება, რომ “თავს ესხმიან.“ ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია მაღალი ხარისხის უძლურების, მრისხანების გრძნობასთან, ასევე დაბალ თვიშეფასებასთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან“ – ამბობს ფრანგი პროფესორი პოლ ბერტენი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიერ მიღებულმა ზომებმა მშვენიერი ნიადაგი შექმნა ახალი კონსპიროლოგიური თეორიების წარმოშობისთვის. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორის, დენიელ ფრიმანის თქმით, ამჟამინდელ პირობებში ადამიანებს ერთის მხრივ საკუთრი და ახლობლების ჯანმრთელობის გამო ეშინიათ, მეორეს მხრივ კი ფინანსური კეთილდღეობის და მორალური მდგომარეობის პრობლემა აწუხებთ: იზრდება გაურკვეველი მომავლის შიში.  და ამ დროს მათ “ზევიდან თავს ახვევენ“ ახალ წესებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლიან: სახლიდან მუშაობა, დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კონტაქტების შეზღუდვა. და ასეთ დროს ადამიანები მარტონი რჩებიან სახლში გამოკეტილი ინტერნეტის ამარა.

პოლ ბერტონმა კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომა ახალი კონსპიროლოგიების შესახებ, რომლებიც კორონავირუსმა შვა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ შეთქმულების თეორიების დაჯერებით ადამიანები სიმშვიდეს პოულობენ. როცა ადამიანი რომელიმე თეორიას იჯერებს, გაურკვევლობის გრძნობა ქრება და მას ეჩვენება, რომ სიტუაციას უკეთ აკონტროლებს. უფრო მეტიც, ის ხშირად პოულობს ინტერნეტში თანამოაზრეებს, ვინც მისთვის ერთგვარი “მხარდამჭერთა ჯგუფი“ ხდება.  ასეთ ჯგუფში ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ერთადერთი ისინი ფლობენ საიდუმლო ცოდნას და აქვთ “პრივილეგირებული წვდომა ჭეშმარიტ  ინფორმაციაზე“.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აფასებენ ადამიანები ახალ ცოდნას. ფსიქოლოგიის სფეროს ექსპერტები შეფასების ხუთ სტადიას გამოყოფენ:

ადამიანები განსაზღვრავენ, თავსებადია თუ არა ახალი ინფორმაცია მათში უკვე ჩამოყალიბებულ წარმოდგენებთან, აფასებენ, არის თუ არა ფაქტების ურთიერთ თანხვედრა, ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ ეკიდებიან სხვები ამა თუ იმ ინფორმაციას, უყურებენ მტკიცებულებებს და ბოლოს, საზღვრავენ, სარწმუნოა თუ არა წყარო.

თუმცა, შეფასების მეორე ეტაპზე გაყოფა ხდება. ადამიანთა ნაწილი დამატებითი ფაქტების ძებნას იწყებს. მეცნიერების ამას ანალიტიკურ სტრატეგიას უწოდებენ, რომელიც ადამიანისგან ძალისხმევას მოითხოვს, სხვები კი მხოლოდ სუბიექტურ გამოცდილებას ეყრდნობიან. ამას ინტუიტიურ სტრატეგიას უწოდებენ.

სწორედ აქ იმალება მიზეზი, თუ რატომ არის ძნელი მითების ფაქტებით დამარცხება.  სპეციალისტები ამ მოვლენას ასე აღწერენ: ისინი, ვინც ინფორმაციის ინტუიტიურად შეფასებას არიან მიჩვეულნი,  ადვილად  ეთანხმებიან არასარწმუნო ინფორმაციას, განსაკუთრებით, თუ მისი ავტორი კარგად მოინდომებს, და ინფორმაციის მიწოდების და შეფუთვის ეფექტურ ფორმებს მოიგონებს.

სხვადასხვა მოტივაცია აქვთ შეთქმულების თეორიების გამავრცელებლებს. ბევრი მათგანი ინფორმაციას არც კითხულობს, ფეისბუქზე ისე აზიარებს. მიზანი – ლაიქების მოპოვებაა.

თუმცა თეორიების აქტიური დამცველებს, რომლებიც მზად არიან კამათში “არგუმენტებით ჩაერთონ“, ხშირად, შეთქმულების თეორიებში  “ფსიქოლოგიური თავშესაფარის“ გარდა  სხვა  ადამიანებით მანიპულირების  და ზეგავლენის აუდიტორიის გაფართოების გზებს ხედავენ.

“მიუხედავად იმისა, რომ კრონავირუსი უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთად არის, ადამიანებს სინამდვილეში ბოლომდე არ ესმით რა ხდება. მაგალითად, ბრიტანეთში უცებ ვირუსის ახალი ვარიანტი აღმოჩნდა. ადამიანებს ეს აღელვებს, ვერ იგებენ ეს რას ნიშნავს. არის კითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვაქვს. და ამ პასუხების არარსებობა აჩენს სიცარიელეს, რომელიც რაღაცით უნდა შეივსოს. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ეჭვით უყურებს პოლიტიკოსების, მეცნიერებს და ექიმებს, მოკლედ, ყველანაირ ელიტას – სიცარიელეს შეთქმულების თეორიებით ავსებს“ – ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ რომერი.

შეთქმულების თეორიები მხოლოდ პანდემიის დროს როდი ჩნდება. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა ნახევარს შეთქმულების ერთი თეორიის მაინც ჯერა, რომელიც მეცნიერულად იქნა უარყოფილი. თუმცა, მკვლევარების შეშფოთებას იწვევს ყველაზე რადიკალური თეორია, რომელიც იმიჯბორდ 4chan–ის ანონიმურმა მომხმარებელმა ჯერ კიდევ 2017 წელს მოიგონა . ეს არის Qanon. ანონიმის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპი ფარულად ამხელს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულნი არიან სატანის თაყვანისმცემელი დემოკრატები.

ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გაირკვა, რომ ამერიკელთა 6%–ს, ანუ 19.7 მილიონ ადამიანს ამ თეორიის ჯერა. ეს კი სულაც არ არის ყოველთვის უწყინარი მოვლენა.  სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს კავშირი შეთქმულების თეორიებს, ძალადობას და ტერორიზმს შორის. ბოლო წლების მანძილზე Qanon–ის მომხრეები ემუქრებოდნენ პოლიტიკოსებს, აღწევდნენ დახურულ რეზიდენციებში , გეგმავდნენ გატაცებებს და რამდენჯერმე ადამიანებიც გაიტაცეს.

კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ Qanon–ის მომხრეებმა და “კოვიდ–დისიდენტებმა“  ერთმანეთს კარგად გაუგეს, ასევე მათთან საერთო ენა გამოძებნა იმ ჯგუფმა, რომლის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ დედამიწა ბრტყელია. მათ ერთობლივი ძალისხმევით სოციალური ქსელები გაავსეს რგოლებით და სტატიებით, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ კოვიდის უარმყოფელთა მოსაზრებები მართალია.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უწყინარი შეიძლება ჩანდეს, ისინი ხომ ძირითადად ფეისბუქზე პოსტავენ მსოფლიოს კულისებიდან მართვის თეორიებისა და ფარმაცევტული შეთქმულებების შესახებ. თუმცა, მაგალითად ირანმა ერთ–ერთი თეორიიის მძიმე შედეგები მოიმკო. ერთ–ერთ პროვინციაში ძალიან პოპულარული იყო მითი იმის შესახებ, რომ კორონავირუსს სპირტი შველის. შედეგად, ტექნიკური სპირტით მოწამლულთა რაოდენობამ რაღაც პერიოდში Covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა.

ბევრ ადამიანს შეთქმულების თეორიებში ის იზიდავს, რომ ისინი მარტივ პასუხებს გვთავაზობენ რთულ კითხვებზე და ადამიანს ქაოტურ სამყაროში კონტროლის განცდას უჩენენ.

ბევრი ადამიანი, ვისაც შეთქმულების თეორიების ჯერა, თავს ჯანსაღ სკეპტიკოსად და რთული საკითხების მკვლევარად თვლის.

ფსიქოლოგიის ექსპერტი ჯოვან ბაიფორდი ამბობს:

“კონსპიროლოგიის თეორიის რწმენა ადამიანს უპირატესობის განცდას, საკუთარი თავის პატივისცემას ანიჭებს, თვითშეფასებას უმაღლებს და ამაზე უარის თქმა ადვილი არ არის. “

საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის – ნატოს გენერალური მდივანი

"საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის "- ნატოს გენერალური მდივანი...

ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა – ბურჯანაძე

" ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა" - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა...

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის...

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული...

გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან -იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის უარზე

"მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან"- ამის შესახებ, "გირჩის" ლიდერმა,...

შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო – რას ჰყვება ქართველი ექიმი

"სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გვიან ღამით მომხდარს დეტალურად იხსენებს:"- ...

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად ცნო

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი და უპირობო...

არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – ვოლსკი...

"არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა"- პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო