რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

“რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი “- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

”რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი” – ამბობს სარჯველაძე.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ სააკაშვილმა ბატონი ზელენსკი, როდესაც ულტიმატუმი დააყენა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მას შემდეგ დავთანხმდები, როცა რაღაც პირობები დაკმაყოფილდებაო, თუ სწორად მახსოვს, რეანიმაციულ პალატაში რაც გადამიყვანენო. ახლა, ამის შემდეგ თუ შეიძლება ჩავთვალოთ ლოგიკურად, რომ ვინმე გამოდის და იძახის, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ხელისუფლება ამას არ აწვდის? აი, მერე შემიძლია შევეკამათო ყველას ლოგიკის ცოდნასთან ან უბრალოდ განცდასთან დაკავშირებით.

ყველამ იცის, სააკაშვილმაც იცის, რომ მას სჭირდება მკურნალობისთვის რაღაც კონკრეტული პროცედურა, ამ პროცედურას სახელმწიფო სთავაზობს დიდი ხანია, ის ამბობს უარს. ახლა აყენებს ულტიმატუმს, რაღაც პირობას თუ შემისრულებთ, მერე დავთანხმდებიო ამას, რაც მისი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. გამოდის ზელენსკი და იძახის, რომ ამ კაცს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავენ.” – აცხადებს სარჯველაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარადგინა და განაცხადა:

  • “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”.

ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ – სტოლტენბერგი

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან...

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, დარტყმის საფრთხე მაღალია – სამხრეთის ოპერატიული სარდლობა

რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე მაღალია - აღნიშნულ ინფორმაციას,...

შალვა რამიშვილი სექსუალური შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

ტყუილი და აბსურდია! - შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს. "ტყუილი...

ქვეყანას ვინ ღალატობს, შე ავადმყოფო? ოროსანო, წიგნი წაიკითხე – სამნიძე ბერაიას

''ენა გააჩერე, ეს ჩემთვის არავის უკადრებია. რა ფული ავიღე, შენ ნორმალური თუ ხარ. წესიერად...

ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, დაბრალება – არანაკლებ მძიმე – წილოსანი შალვა რამიშვილზე

გამოვეხმაურები მიმდინარე კამპანიას სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ: ჩვენ ძალიან...

ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია – ალასანია სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, 62 კგ-ია" - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის...

დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მამუკა მდინარაძე

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე,...

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება – ზელენსკი

სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...