რა პირობებით გაიხსნება დიდ ქალაქებში მოლები და ბაზრები – ბექა ფერაძის განმარტება

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ეს იქნება ობიექტების გახსნის წინაპირობა, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდება მონიტორინგი თუ პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტება კონკრეტულ დაწესებულებებში.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია და ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პლატფორმაზე და მოხდება მონიტორინგი თუ პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტა ამათუიმ დაწესებულებაში და ამის საფუძველზე კვოტირება იქნება განსაზღვრული მათ მიმართ და მუდმივი მონიტორინგის მექანიზმებით ჩვენ განვახორციელებთ კონტროლს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

“1 ეტაპი დაანონსებულია 1 თებერვლიდან, რომ მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, სადაც წარმოდგენილი არის და გენერირებაც მეტად ხდება ადამიანებისბ. შესაბამისად, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოახდენენ რეგისტრირებას ბიზნესი. ძალიან მარტივი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და აი ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი და დეტალი თითოეული მათგანის მიმართ, მოხდება ტესტირების განხორციელება და ეს ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება უკვე 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები”, – განაცხადა ფერაძემ.

გარდა ამისა, ფერაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგი ხორციელდება ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში არ მიმდინარეობს და რაიმე კრიტიკული დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს განათლების სამინისტროსთან, ჩართულია რესურს ცენტრები. რაიმე კრიტიკული სახის დარღვევა სკოლების გახსნის დღიდან არ დაფიქსირებულა. მონიტორინგს ვახორციელებთ და სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. ვფიქრობთ ასეც გაგრძელდება, რაც მოგვცემს სტაბილურ ეპიდსიტუაციას“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა – ევროკავშირი

ევროკავშირის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო...

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია 3 პირი

ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა...

სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს – პაპუაშვილი

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი სამართლებრივად გამართულია, ამიტომ სანქციების...

ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა. „ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე...

25 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12...

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას "ობიექტური ინფორმაციას" აწვდის. მისი თქმით,...

იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით – სენატორი მენენდესი

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს. „იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის...

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის და ერის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ საქართველოს გზა დემოკრატიაზე...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო