რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები 1 სექტემბრამდე არ აღდგება. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ფრენების აღდგენა პირველ აგვისტომდე გადაიდო. ახლა კი ირკვევა, რომ ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება.

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით”. – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზში, მიუნჰენსა  და რიგაში შესრულდება.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის, მათ შორის Ryanair-ისთვის რეგულარული ავიარეისების აღდგენის უფლება აგვისტოშიც არ მიეცა, ავიაკომპანიას გაყიდული ბილეთების გაუქმება აიძულა.

ამასთან, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს.პირველი ივლისიდან მოყოლებული ავიაკომპანია დღეში 1000 რეისს ახორციელებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგას გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – Ryanair-ი და Wizz Air-ი. მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობიდან უარი მიიღეს.

„რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, “ლუფთჰანზასთან” ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. “ვიზეარი” და “რაინეარი” ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს. ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი – ჯანმრთელობა დავიცვათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით მოიხსნება რეგულარულ საავიაციო სამგზავრო გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრიდან.

“ლელოს” განცხადებით, მთავრობა იმ საველე ჰოსპიტალს არ იყენებს რომელიც ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია

“ლელოს” ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სასიცოცხლოდ...

თურნავას თქმით, მთავრობა მოქალაქეებისთვის ახალ საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი...

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას...

კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი...

ხელვაჩაურის მერი უკანონო მშენებლობისთვის 6000 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარით დააჯარიმა. მშენებელმა...

ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების – გიორგი ჩალაძე

''ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების'' - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე...

მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია – პროფკავშირი ერთობა 2013

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე...

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო