დავიქირავეთ აუდიტი, ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდება – ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე, – ამის შესახებ გუმათთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. რიონის ხეობის მცველები დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს აუდიტის დაქირავებით პასუხობენ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ აქტიურ მონაწილეობას ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს იღებენ მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე პირადად იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი ასე გამჭვირვალედ. ასევე, გამოვედით ინიციატივით ჩვენ თვითონ, რომ რადგან დაფინანსებაზე ატყდა ესეთი ამბავი და უკავშირებენ რაღაც სხვადასხვა ძალას – ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედია საშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ა.შ. ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავთავიანთი შემოსავლის ნუსხა – ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა თანამდებობა – კობახიძე

მმართველი გუნდის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ...

“ოპერაციას გეგმავდნენ გახარია-საბანაძე.ისინი იყვნენ ამაში ჩართული”–კობახიძის ახალი ბრალდება 20 ივნისზე

"ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო გახარია და საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში...

საქართველოს ვალმა 31.5 მილიარდს გადააჭარბა, სესხების აუთვისებლობის გამო კი მილიონობით ლარის ჯარიმებს იხდის

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის...

მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებშიმზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს...

დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია – IDFI

"დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია"- ასე ეხმაურება,"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...