როგორ გამოიყურება აფრიკის დასახლებაში შეხიზნული ადამიანების თავშესაფარი, რომელსაც კალაძე “აგარაკებს“ უწოდებს

დედაქალაქის მერიამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში, შექმნილი ჯგუფის “ზამთრის მარაგის” საორგანიზაციო ჯგუფი დღეს დილიდან აფრიკის დასახლებაში იმ ოჯახების მოსანახულებლად მივიდა, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.  სოციალურ ქსელში ისინი ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ და აცხადებენ რომ ასე გამოიყურება, აფრიკის დასახლებაში შეხიზნული ადამიანების თავშესაფარი, რომელსაც კახა კალაძე “აგარაკებს“ უწოდებს.

“აქ ცხოვრობს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. სახურავიდან – წყალი, არშემინული კედლებიდან – სიცივე შედის. იატაკად – მიწა. გასათბობად – მოძიებული ფიცრები.”

“გაინტერესებთ, როგორია აფრიკის “აგარაკები”? აი, ასეთი. ”

მოხალისეთა ჯგუფმა მათთვის საჭირო პროდუქტის აგროვება უკვე დაიწყო. მათი თქმით, დაიწყეს უსახლოდ დარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება.

“ეს ის აფრიკის “აგარაკებია” სადაც ხალხი თურმე ნაგავსაყრელზე მეორე და მესამე სახლს იშენებს. დღეს “ზამთრის მარაგი” დილიდანვე მივიდა ადგილზე და იმ ოჯახების იდენტიფიცირება სცადა რომლებმაც სახლი დაკარგეს. ერთს მივაგენით სხვაგან იყო შესახლებული, ბავშვი ბეტონზე ჰყავს და გაუცივდა…

დანგრეულ ბინებზე მეტად იმ სურათმა გაგვაოცა რომელიც დაგვხვდა… 2020 წელია ფოტოებზე მიტოვებული შენობები არ გეგონოთ, აქ ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში.. ვისაც შეშის საშუალება აქვთ შეშით თბებიან.. ზოგს ამის შესაძლებლობაც არ აქვს…

კრიტიკულ სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები ათობით ადამიანი სიცივეში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.ზამთრის მარაგის გუნდმა გადავწყვიტეთ, მათ საკვებით, თბილი ტანსაცმლით, პლედებით და სხვა საჭირო ნივთებით დავეხმაროთ, რათა ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.

ახლა ყველაზე მეტად მათ ვჭირდებით, ამიტომ ვიწყებთ კამპანიას #აფრიკისთვის!
გთხოვთ, თბილი პლედებით და ფინანსურად შემოგვეშველოთ. თანხის ჩარიცხვისას, დანიშნულებაში მიუთითეთ #აფრიკისთვის ” ნათქვამია “ზამთრის მარაგის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიშები :

TBC – #GE94TB7880836515100041

მიმღები : ზურაბ ნიჟარაძე

საქართველოს ბანკი – #GE38BG0000000256278200GEL

მიმღები – ფლორა ფაჩულია

Paypal

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სახლს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ 18 დეკემბერს მერია დემონტაჟის განახლებას გეგმავს, ამიტომ გარეთ დარჩენის ეშინიათ.

გირჩი – მეტი თავისუფლება: ღია სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის პოლიცია “პოსლეზე” გაჯარიმებთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ პოლიცია ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის...

მივიდა იქ, სადაც უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია – დეკანოიძე ელისაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა...

სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო – აშშ-ს საელჩო სტრასბურგზე

აშშ–ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მკაფიოდ საქართველოს...

“არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა“ – სანდო ბარამიძე...

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ...

ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ – ისინი თალაკვაძეს ხვდებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე...

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, 22 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა...

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი კი...

ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი – ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წევრი არასდროს იყო. "ჩვენი,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო