როგორ შეიძლება, ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს – ხვიჩია

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებს, “აზრზე მოსვლაში დაეხმაროს” NGO სექტორს და ოპოზიციას.

მისივე განცხადებით, ოპოზიცისა და არასამთავრობოებსაც უნდათ, რომ თავად დანიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუმცა არავის უნდა ამ ვერტიკალის მოშლა.

“ვინც ამ ვერტიკალის თავზეა, იმას აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება მართლმსაჯულების სისტემაში. ამ წუთას ასეთი არის ბიძინა ივანიშვილი. ნაცმოძრაობა იძახის, მაგას არა, ჩვენ უნდა გვქონდეს. იგივე სასამართლოს უფლებამოსილებს უარესად იყენებდა ნაცმოძრაობა. არასამთავრობოები წლებია მუშაობენ, ყველა ტალღაში მონაწილეობენ, არასდროს თავში არ მოსვლიათ, რომ ფუნდამენტი დაერღვიათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის. ჩვენ ცალკე ვართ.

მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ბიძინა არ დათმობს, რაც უნდა არასამთავრობო სექტორს და ნაციონალურ მოძრაობას. მე ის არ მიმაჩნია ისეთ ადამიანად, რომ ამათ ეს დაუთმოს, იმიტომ რომ არ არის დასათმობი. როგორ შეიძლება ბიძინას ადგილას იყო და მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარო ნაცებს”,– ამბობს ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა არა სასამართლო კორპუსის თავისუფლებისთვის, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ სისტემის დაშლა და იქ ახალი ადამიანების შესვლა.

სამარცხვინოა, რომ ბაიდენმა უკრაინაში შესაჭრელად პუტინს მწვანე შუქი აუნთო – სენატორი

„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინაში შესაჭრელად. დამშვიდების პოლიტიკა ყოველთვის დამარცხებულია" ასე...

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაში დახმარებაში ბრალდებული ოთხივე პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და...

“შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი” – თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უკრაინაში რუსეთის შესაძლო "მცირე...

შეწუხებული ვარ ბაიდენის კომენტარით, მუქარას არასწორად ხედავს – პორტმანი

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლოა...

რუსეთი ემუქრება უკრაინას, მაგრამ მისი მიზანი მოიცავს საქართველოსაც – ლანდსბერგისი

"რუსეთის მიზანი  რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და...

დადასტურდა COVID-19-ის 6351 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი, ხოლო...

ვვარაუდობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს არ იქნება "სრულფასოვანი შეჭრა". მისი...

უკრაინა შოკირებულია, ბაიდენმა რუსეთის “მცირე შეჭრას” მწვანე შუქი აუნთო – CNN

უკრაინელი ოფიციალური პირი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ "შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრასა და...

“სტრასბურგის ზოოპარკიდან წეროს კვერცხები წაიღო” – NY TIMES-ის სტატია “ხეებით შეპყრობილ“ ივანიშვილზე

"ხეების სიყვარული თუ ძალის დემონსტრირება?" – New York Times-ი "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ამ სათაურით  სტატიას აქვეყნებს. მასში საუბარია "ხეებით შეპყრობილ" ოლიგარქზე და...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...