როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს- ბურჯანაძე

“როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს”- 12 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მძიმე დღეა ადამიანურად, პოლიტიკურად. მინდა მივიგონო ყველა დაღუპული, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გულსატკენია, მე ვესაუბრე დედებს, რა თქმა უნდა, მათ ვერაფერი ვერ გაახარებს, მაგრამ მათ გულისტკივილს ემატება ის, რომ ვერ გრძნობენ იმ ყურადღებას და დაფასებას, რაც მათ სჭირდებათ. ისინი 12 წლის შემდეგ ვერ ხედავენ ვერანაირ წინსვლას. ეს არის ყველაზე მტკივნეული.

მითხრა კიდეც ქალბატონმა, დღესაც გრძელდება ის, რის წინააღმდეგაც ეს ბიჭები დაიხოცნენო და ხელისუფლება არაფერს აკეთებსო.არაფერს აკეთებს ხელისუფლება, როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, მოვითმინოთო. მათ არ ეხებათ და ამიტომ ითმენენ.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამდენი ახალგაზრდა შეეწირა ამ ომს და დღეს 12 წლის შემდეგ ვართ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე. ეს არის მძიმე. ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, ეს გამოსწორდეს.

ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რა კონტაქტები მაქვს, რა შეფერილობაც არ უნდა მისცენ, იმისთვის, რომ ის რეალობა რაც მიუღებელი და დამაქცეველია, შეიცვალოს”-განაცხადა ბურჯანაძემ.

ელჩებს “ოცნებისთვს,” ოფიციალური წერილობითი მოთხოვნები გადასცა – დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ახლა უკვე ჯერი "ქართულ ოცნებაზეა" და ისინი პასუხს...

გირჩი არ დამიტოვებია, ვინ იქნება გირჩში, გადაწყვეტენ მხარდამჭერები – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პარტია არ...

ტიკარაძე აცხადებს რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ covid19 - ი დიდი გამოწვევაა, მათ შორის საქართველოს...

გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადონ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი  აცხადებს, რომ  ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუა...

სეროზულად არ მეჩვენება, გირჩიდან წავიდეს – იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეზე

"სეროზულად არ მეჩვენება, გირჩდან წავიდეს "- ასე გამოეხმაურა იაგო ხვიჩია TV პირველის ეთერში პარტიაში...

ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველ წელს ხდება – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბანკებზე თავდასხმა  „ყოველთვის ხდება“ და გახშირებული არ არის. მისი მტკიცებით,...

ძალით თუ უნდათ, ჩაგვრიონ, ჩვენც ჩავერევით – მეუფე იაკობი მოლაპარაკებებზე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს, საკითხები ეკლესიაში განიხილონ. „რომ ვერ...

მძიმე სიტუაციაა, ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია – გომელაური

"არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია,- ასე ეხმიანება...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო