ცნობილია რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური.

  • “აშკარაა, რომ ჰესი შიგნიდან ააფეთქეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით და ასევე, ზაპოროჟიეს სადგურისთვის. სხვათა შორის, ყირიმიც დარჩება უწყლოდ, დაიტბორება უამრავი სახლი. უკვე ვხედავთ, რომ ხერსონის რამდენიმე რაიონი უკვე დატბორილია, ამიტომ ვფიქრობ, რომ შედეგები უფრო მეტ ტერიტორიაზე იქნება. მოტივაცია აშკარაა, რუსეთის ტაქტიკური ამოცანაა ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება და ასეთ ნაბიჯზე ამიტომ წავიდა.ამით ცდილობს, შეანელოს კონტრშეტევა და გარკვეული ზეწოლა მოახდინოს დასავლელ პარტნიორებზე. გამოძიების ჩატარებაც არაა საჭირო, უკვე ცხადია ვინ და რატომ ჩაიდინა. ჩვენ დაზვერვას უკვე აქვს მონაცემები, რომ რუსეთის 205-ე მოტო მსროლელთა ბრიგადამ ააფეთქა. ვინც დღეს აფეთქების ბრძანება გასცა, აღიარა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა მან.

Українська правда-ს ცნობით, რუსული 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ქვედანაყოფში ძირითადად რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან მობილიზებულები იბრძვიან.

ბრიგადა ცნობილია ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობით, რომელთა დევიზია: “205-ე ბრიგადა, ჯოჯოხეთიდანაც კი დავბრუნდებით”.

205-ე ბრიგადის მეთაური 40 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ შანდურაა. უკრაინის დაზვერვის მანამდე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი გამოიყვანეს საბრძოლო მისიებიდან, რათა მონაწილეობა მიეღო აღლუმში განადგურებულ ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის მაისში.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ჰესის აფეთქებით რუსეთმა კონტრშეტევის შენელება და დასავლელ პარტნიორებზე ზეწოლის მოხდება სცადა.

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...