პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა, ძალაუფლება ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს სიმყარე და ფუნდამენტი, რაზეც დგახარ, შენი წესები, მორალი, რაც განსაზვრავს შენს ქმედებას და მეგზურია შენს ცხოვრებაში, ძალიან რთულია გაუძლო ამ ძალაუფლების ცდუნებას. როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა. ჩემს თავთან დავიწყე ჭიდილი, ბრძოლა გამოვუცხადე ჩემს თავს”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.