როცა კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს – ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას- ასე აფასებს  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. ის, რომ მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გასაგებია. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას. რეალურად გადის, თუ არა ამას მტკიცებულებები სჭირდება. არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. თავის დროზე, მეც ვთქვი, რომ პოლიტიკიდან გავდივარ-მეთქი, ძალიან მტკივნეული იყო. მე ადამიანურად მისი მესმის. შეიძლება, უნდა კიდევაც გასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა – მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ბიძინა ივანიშვილი გუნდი კი არ ჰყავდეს ჩასმული მინისტრთა კაბინეტში.გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილი გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ ის, რომ იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

წყარო: ინტერპრესნიუსი

შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან – დეკანოზი თადეოზი

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბოდიშსს იხდის და შენდობას ითხოვს საზოგადოებისგან და  პატრიარქისგან. ამის შესახებ  ის...

ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის” 450 000 გაფლანგა – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორამაციით, ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა...

პარლამენტში რომ შევიდე, ქოცი გავხდები, ჩემს თვალში ბანძი ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მისი წარმოდგენით, "ბანძი" და "ქოცი"...

ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა – ყოფილი დეპუტატი ზეწოლაზე საუბრობს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა. მკოიანი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე...

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის...

ქართველ ხალხთან პრეტენზია მაქვს, ენმ-ს არ ეკუთვნის 27% – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა უნდა და არა ქართული...

მალტასთან ვაქცინისთვის კონსულტაციები დეკემბერში დავიწყეთ, სპეკულაციები ვრცელდება – ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს...

პრეზიდენტი რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, მატარებელია სახელის ნინოსი – პატრიარქი

"პრეზიდენტი რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, მატარებელია სახელისა ნინოსი "-  საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ წმინდა ნინოს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო