რუსები ტყვედ ცვივიან ან დეზერტირობენ და პანიკურად გარბიან აღმოსავლეთით.ვითარება უკრაინის ფრონტზე–ექსპერტის ანალიზი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე 11 მაისში უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოლენების აჯამებს  და უკრაინელების წარმატებებზე საუბრობს, რომელიც ძირითადად ხარკოვის რაიონში იკვეთება:

– ხარკივის შემოგარენში შეტევაზე გადასული უკრაინული დანაყოფები ორ განსხვავებულ მონაკვეთზე – ტერნოვასა და ზელენეს მიმართულებით – რუსეთის საზღვარზე გვიდნენ. ამასთან დასახლება პეტრივკაში რუსები ალყაში არიან მოქცეულები. დღეს ვინც გადაასწრო ბელგოროდის რაიონში (რუსეთი) სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ კომუნიკაცია რუსულ სამხედრო ნაწილებში იმდენად მოშლილია, რომ რუსების ოცეულები და ასეულები უკრაინელთა უკან რჩებიან და საბოლოოდ ტყვედ ცვივიან ან დეზერტირობენ და პანიკურად გარბიან აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრისაკენ. ათობით გზააბნეული რუსი ტყეში იპოვეს.

მომდევნო დღეებში სავარაუდოა, რომ საბოლოო იერიში დაიწყება ბოლო მნიშვნელოვან დასახლებაზე კოზაჩა ლოპანისაკენ, რომელიც ხარკვი-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. რუსებს თავდაცვის ზღუდეები აქვთ აგებული, მაგრამ უკრაინელები იმდენად აქტიურად უტევენ ამ მიმართულებას, რომ საეჭვოა ვინმემ ან რამემ გაუწიოს მათ წინააღმდეგობა.

ამასთან, ათობით დაუზიანებელი რუსული ტექნიკა გზებზე ან მინდვრებშია მიმოფანტული. მათ საწვავი გაუთავდათ ან უბრალოდ არ სურდათ უკრაინულ სამიზნედ ქცეულიყვნენ და ეკიპაჟმა დატოვა ისინი. გზებზეა მობნეული განადგურებული რუსული ტექნიკა, რომლის გაყვანასაც ორი დღის განმავლობაშიც რუსები ცდილობდნენ, თუმცა საარტილერიო ცეცხლში მოყვნენ და გაანადგურეს.

ზოგადად, ბელგოროდის რაიონში (რუსეთი) იმდენად დიდია დაბნეულობა, რომ რეალურადაც კი განხილავენ უკრაინელთა შეტევის შესაძლებლობას და ტერიტორიული დაცვის შექმნას ცდილობენ, ხოლო მოსახლეობას დღიურ 30 დოლარად საბრძოლოდ გაშვებას სთავაზობენ (მსგავსი შეთავაზება რუსეთის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდა).

სამ უკრაინულ ბრიგადასთან ერთად ხარკივის შემოგარენის გასათავისუფლებლად ჩართულია “აზოვი”, “კრაკენი” და ადგილობრივი პოლიცია.

– ხარკივის რაიონში მცხოვრები პრო-რუსი მოძალადე კოლაბორაციონისტები, რომლებიც ხალხს რუსული ოკუპაციის პირობებში აწამებდნენ, თეთრი სიმბოლიკის და ზოლიანი ლენტების ტარებას აიძულებდნენ დაკავებულები არიან. რუსულმა არმიამ ისინი მიატოვა, სამაგიეროდ ხარკივის რაიონულმა პოლიციამ მათი დაკავების ოპერაცია დაიწყო. ერთ-ერთი გამორჩეული ყასაბი იყო ნადია ანტონოვა, რომელიც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდა. დღეს ბორკილებდადებული იგი საკუთარი სახლიდან წამოიყვანეს. დაკავებისას მას, როგორც კოლაბორაციონისტებს სჩვევიათ სხვების დაბრალება და სხვა კოლაბორაციონისტების მხილება დაიწყო. ამ ომის შემდეგ უკრაინა სრულად გაიწმინდება კოლაბორაციონისტებისაგან.
– იზიუმისა და მისი შემოგარენის საარტილერიო იერიში დაიწყო. ხარკივის რაიონზე გამავალი რუსული მომარაგების გზა ინტენსიურად იბომბება უკრაინული ზალპური ცეცხლის მიერ. რუსების რიგებში იმდენად დიდია დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობა, რომ ყოველ ნახევარ საათში რამდენიმე რუსული შვეულმფრენი ჯდება მათ გასაყვანად.

დონბასი (დონეცკი და ლუგანსკი):

– როგორც 8-9 მაისის მიმოხილვაში განვიხილეთ რუსებმა (ორმა ტაქტიკურმა ბატალიონმა) იზიუმის აღმოსავლეთით მდინარე სევერსკი დონეცი გადალახეს და ლუგანსკისა და დონეცკის რაიონის საზღვართან მდებარე სოფელ ბილოჰოროვკამდე მივიდნენ, რომელშიც ისინი უკრაინელებმა სრულად გაანადგურეს. უკან დახევისას 9-10 მაისს მათი პონტონური ხიდები (სამხედრო ხიდები) უკრაინელებმა საარტილერიო და საავიაციო (ომის დაწყების დღიდან უკრაინელებმა ციდან ლუგანსკის რაიონი მხოლოდ ორჯერ დაბომბეს) იერიშები მიიტანეს. რუსების მცდელობა დაეცვათ ხიდები სრული კატასტროფით დასრულდა. წუხელ უკრაინულმა არტილერიამ ყველა დარჩენილი ნაწილი – ერთი ტაქტიკური ბატალიონი თავისი ტექნიკით – სრულიად გაანადგურა. ბოლო სამ დღეში მოკლულია დაახლოებით 500-დან 700 რუს სამხედრომდე სევერსკი დონეცის სანაპიროს გასწვრივ. ამხელა მსხვერპლი ასეთ პატარა მონაკვეთზე ძალიან დიდი დარტყმაა რუსული სამხედრო ნაწილებისათვის.
(ფოტოები კომენტარებში)

ზაპორიჟია:

– სამხრეთში ქალაქ ჰალიუპოლეს მიმართულებით სიტუაცია უცვლელია – რუსებმა მისი აღება კვლავ ვერ შეძლეს, თუმცა როგორც ჩანს რუსები ქალაქზე კიდევ ერთი, ახალი მასშტაბური შეტევის დაწყებას გეგმავენ. ქალაქის შემოგარენთან რუსები არიან ახლოს. უკრაინელებს ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული ქალაქი, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, რომ მსხვერპლი ამ მიმართულებით არ იყოს. უკრაინელები დიდი ალბათობით არათუ გაუძლებენ რუსების ყველა შესაძლო შეტევას ჰალიუპოლეს მიმართულებით, არამედ სწორედ ამ ქალაქის სამხრეთით, პოლოგის გათავისუფლებით დაიწყება სვლა სამხრეთით, ბედნიანსკისა და მარიუპოლის გასათავისუფლებლად. სწორედ იმიტომ ცდილობენ რუსები ჰალიუპოლეს აღებას, რათა უკრაინელთა ხელში სამხედრო ინიციატივის აღება არ დაუშვან.
ზოგადი მდგომარეობა:

– რუსები ბომბავენ მარიუპოლს – აზოვსტალს, ოდესას, პოლტავასა და ჩერნიჰივის რაიონსაც კი, მაგრამ ხარკივის მიმართულებით უკრაინული ინიციაიტივა იმდენად დიდია, რომ დარჩენილ რუსულ ნაწილების ტყვედ ჩაცვენის შანსი რეალური ხდება. შემდეგ კი სავარაუდოდ იზიუმის არტერიის გადაკეტვა გახდება პრიორიტეტული, რაც დასახლება ბალაკლიას გათავისუფლების შემთხვევაში ან M03 მაგისტრალის გასწვრივ შეტევით გახდება რეალური.

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

პუტინმა ყირიმის ხიდი მოინახულა, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს გადაურჩა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდს ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს...

საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ომში ჩაერთოს, ეს არც იქნებოდა სწორი – ზურაბიშვილი

''საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის...

გარდაცვლილების პატივისცემა იქნება, თუ საქართველოს ომში ჩათრევას ავარიდებთ – სარჯველაძე

''გადმოსვენებაში დახმარება იქნება ეს თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ვინ, როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში...

„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია! – ოქრიაშვილი

''ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან....

ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, თუმცა სრულფასოვნად არ იტარებდა – ბრეგაძე სააკაშვილზე

"ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში,...

მგლის თავზე სახარების კითხვაა, მორალი მოსთხოვო არამორალურს, პატრიოტიზმი მოსთხოვო სამშობლოს განცდის არმქონეს–გვარამია

მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბახმუტში დაღუპული ქართველი გმირების გამო. სამძიმარი გამოვთქვა არა მარტო მათი ოჯახების,...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...