რუსეთი, ილონ მასკს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

პროპაგანდისტულ მედია TASS-თან საუბრისას დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირების ფონზე რუსეთი, ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს.

“მე ვფიქრობ, რომ მასკი სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობს – მას არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია მისი უზრუნველყოფა”, – განაცხადა დიმიტრი ნოვიკოვმა.