რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს. მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.
“ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა.[…] თუ ის [მაკრონი] გვთვლის საფრთხედ, იწვევს ევროპული ქვეყნების და ბრიტანეთის გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრას, აცხადებს, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის გამოყენება და ემზადება მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა” – ციტირებს РИА Новости სერგეი ლავროვის სიტყვებს.