რუსეთმა კიევს რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტია

კვირას ღამით, რუსეთმა კიევს უპილოტო თვითმფრინავების რამდენიმე ტალღით შეუტია . მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა და 35 წლის ქალი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გაშვებული იქნა 54 შაჰედი კამიკაძე დრონი, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დრონების რეკორდული რაოდენობაა. ისინი აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს 52 დრონი. კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ასევე ამტკიცებს, რომ ეს იყო ყველაზე მასიური დრონების  თავდასხმა დედაქალაქზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

დაზიანდა რამდენიმე შენობა. კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გოლოსეევსკის რაიონში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი სამსართულიან საწყობს გაუჩნდა, დაიწვა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი და სამშენებლო კონსტრუქციები. დასავლეთით, სოლომენსკის რაიონში, დრონის ფრაგმენტები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ქალაქის ცენტრში პეჩერსკის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

კვირას კიევი მისი დაარსების დღეს აღნიშნავს  (1541წლისთავი), ყურადღებას ამახვილებს Reuters. ამ დღეს იმართება ბაზრობები და კონცერტები, წელსაც იყო გეგმები, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. “ცნობილია, რომ უკრაინის ისტორია რუსებისთვის დიდი ხანია გამაღიზიანებელია”, – წერს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა თავის Telegram არხზე თავდასხმის ფონზე.

თვითმხილველებმა როიტერს განუცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმის დროს, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, კიევის ზოგიერთი მაცხოვრებელი საკუთარ აივანზე იდგა, ზოგი მათგანი რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფელ სიტყვებს და „დიდება საჰაერო თავდაცვას“ ყვიროდა. დილის ექვსის შემდეგ კიევში საჰაერო განგაში გაუქმდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ, რუსეთმა მაისში სარაკეტო და უპილოტო იერიშები გააძლიერა .

სავალუტო ფონდმა პროგრამა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ შეაჩერა და ამას მალავდნენ ...

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის და ნდობის მთავარი ფაქტორი, ეს იმას...

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა....

უკრაინელები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ზელენსკი

"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ...

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან...

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია...

სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა – თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც...

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა....

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...